საქართველოს ენერგეტიკოსები მასშტაბურ აქციებს იწყებენ

© courtesy of Energo-Pro Georgia Energo-Pro Georgia
 Energo-Pro Georgia - Sputnik საქართველო
გამოწერა
ენერგეტიკოსები სამუშაო პირობებითა და ანაზღაურებით უკმაყოფილო არიან.

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. საქართველოს ენერგეტიკოსები სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ხელფასების მომატების მოთხოვნით 19 აპრილიდან მასშტაბური საპროტესტო აქციების დაწყებას აანონსებენ, აცნობეს ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე „საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა“ პროფკავშირების თავმჯდომარემ ამირან ზენაიშვილმა და კომპანია Energo-Pro Georgia-ს პროფკომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ჩოხელმა.

„საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა“ პროფკავშირებში აღნიშნეს, რომ Energo-Pro Georgia-ში დაახლოებით ექვსი ათასი ადამიანია დასაქმებული, რომელთაც შესაბამისი სამუშაო პირობები არ აქვთ. აქციის ორგანიზატორები აქციაზე, რომელიც თბილისში კომპანია Energo-Pro Georgia-ს შენობასთან 13:00 საათზე დაიწყება, დაახლოებით ხუთი ათასი ადამიანის მობილიზებას გეგმავენ. 

ბიჭი ტირის და დედას ეძახის - Sputnik საქართველო
საქართველოს სოცმუშაკებმა გაფიცვა დააანონსეს

საქართველოს ენერგეტიკოსების მოთხოვნები ხუთპუნქტიანია, მათ შორის, ხელფასების მატება 600 ლარიდან 1,1 ათას ლარამდე. მათი განცხადებით, დაბალი ანაზღაურების გამო კომპანიიდან პროფესიონალი კადრები მიდიან. გარდა ამისა, საქართველოს ენერგეტიკოსები მენეჯმენტსა და საშუალო და ქვედა რგოლს შორის სახელფასო ფონდის არასამართლიანი განაწილების შესახებ საუბრობენ და მოითხოვენ, რომ სახელფასო ფონდის 80% ექვსი ათას მუშაკს გადაუხადონ, 20% კი ადმინისტრაციულ პერსონალს – 30 ადამიანს.

„ჩვენ ვიწყებთ აქციებს, მაგრამ გაფიცვის რეჟიმში გადასვლას იმ მარტივი მიზეზით ვერ ვახერხებთ, რომ ენერგეტიკა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ჩოხელმა და აღნიშნა, რომ ისინი ჯანდაცვის სამინისტროსგან ასევე მოითხოვენ მედიატორის დანიშვნას კომპანიის ხელმძღვანელობასა და მუშებს შორის მოლაპარაკებების საწარმოებლად.

ჩოხელის სიტყვებით, პროფკავშირებს ხშირად არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მუშებს შეხვდნენ და თავისუფლად ესაუბრონ. გარდა ამისა, ადგილი აქვს მუშების დაშინების ფაქტებს, რის გამოც ისინი მათ რიგებს ტოვებენ. 

ახალგაზრდა მწვანეების აქცია - Sputnik საქართველო
„გაფიცვა ქალაქისთვის“ – სტუდენტები და მოსწავლეები თბილისში საპროტესტო აქციას მართავენ

„ბოლო თვეების განმავლობაში 150-ზე მეტმა წევრმა დატოვა პროფკავშირი, მაშინ, როდესაც ჩვენი ქმედებები მიმართულია მათი უფლებების კანონიერი დაცვისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებისკენ“, – განაცხადა ჩოხელმა.

საქართველოს ენერგეტიკოსები გამოდიან ტექნიკური პერსონალისთვის სამუშაო გრაფიკის გაორმაგების წინააღმდეგ. „საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ გაიზარდა სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების რიცხვი: გასულ წელს 11 ენერგეტიკოსი დაიღუპა. ენერგეტიკოსები დიდ პრობლემას უწოდებენ იმასაც, რომ მუშებს ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის ანაზღაურებას არ უხდიან.

დღეისთვის კომპანია Energo-Pro Georgia-ს საკუთრებაშია სამი სადისტრიბუციო ენერგოკომპანია – „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია“ (780 ათასი მომხმარებელი), „აჭარის ენერგოკომპანია“ (95 ათასი მომხმარებელი), „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ (130 ათასი მომხმარებელი) და 10 ჰესი. კომპანია Energo-Pro Georgia-ს დაფარვის არეალი ქვეყნის ტერიტორიის 90%-ს მოიცავს, ხოლო აბონენტების საერთო რიცხვი დაახლოებით ერთი მილიონია.

ყველა ახალი ამბავი
0