01:49 17 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0943
  • 100 RUB4.2700
  • USD2.7468
ყვითელი მიკროავტობუსი

რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსები გადახდის ელექტრონულ სისტემაზე გადადის

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სოციალური სფერო საქართველოში (73)
124 0 0

მგზავრობის ღირებულების გადახდა მსურველებს ნაღდი ფულითაც შეეძლებათ.

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა ელექტრონულადაც იქნება შესაძლებელი, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

კომპანია „ინტერტრანსის” ინფორმაციით, ამიერიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა ელექტრონულად, „მეტრომანის“ და „საქართველოს ბანკის” ნებისმიერი ბარათით იქნება შესაძლებელი.

გავრცელებული ინფორმაციით, პირველ ეტაპზე სისტემა 100 ერთეულ ე.წ „ყვითელ” მიკროავტობუსში დამონტაჟდა. ამასთან, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მარშრუტის აღმნიშვნელი ელექტრო ტაბლოების დამონტაჟებაც მოხდა.

მგზავრობის ღირებულების გადახდა მსურველებს ნაღდი ფულითაც შეუძლიათ.

უახლოეს პერიოდში გადახდის ახალი სისტემით სარგებლობა რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ ყველა ყვითელ მიკროავტობუსში იქნება შესაძლებელი.

თემები:
სოციალური სფერო საქართველოში (73)

მთავარი თემები