Dirsi-ის შენობა ყველა დევნილმა დატოვა

© Sputnik / Alex Shlamovაქცია „დირსის" საცხოვრებელ კომპლექსთან
აქცია „დირსის საცხოვრებელ კომპლექსთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
დევნილების მოთხოვნა საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება იყო

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ისანში მდებარე „დირსის"(Dirsi) საცხოვრებელი კომპლექსი დატოვეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

სამშენებლო კომპანია „დირსის" მე-15 კორპუსში დევნილები 31 მარტს შეიჭრნენ. იძულებით გადაადგილებულ პირთა დაახლოებით 150-მა ოჯახმა, რომელთა შორის ბავშვები და მოხუცები იყვნენ, კომპანია Dirsi-ში 200 ბინა უკანონოდ დაიკავა. მათი სიტყვებით, ხელისუფლებას მათთვის ბინები უნდა გადაეცა, თუმცა დაპირება ამ დრომდე არ შესრულებულა. ამ დღეების განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომლებიც არავის აძლევდნენ შენობებში შესვლის უფლებას.

საპროტესტო აქცია „დირსის კომპლექსთან - Sputnik საქართველო
Dirsi-ს კომპლექსში დევნილები შეიჭრნენ – კომპანიის ხელმძღვანელობა დახმარებას ელოდება

გავრცელებული ინფორმაციით, დევნილებმა გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მიიღეს. მათი განცხადებით, მიიღეს დაპირება, რომ საცხოვრებელი ფართებით უახლოეს პერიოდში დააკმაყოფილებენ.

მრავალსართულიან შენობაში შეჭრილმა დევნილთა ნაწილმა ტერიტორია 2 აპრილს დატოვა.

მანამდე ჯანდაცვის სამინისტროს დევნილთა და ეკომიგრანტთა პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა მურად აბლოთიამ განაცხადა, რომ სამინისტროს მხოლოდ 104 მოქალაქის შესახებ აქვს ინფორმაცია, რომლებიც Dirsi-ის ბინებში შეიჭრნენ. მისი სიტყვებით, მათგან დაახლოებით 15% არ არის იძულებით გადაადგილებული პირი, ხოლო 50% დარეგისტრირებულია რეგიონებში და მათ თბილისში ბინები არ ეკუთვნით. კიდევ 15%-მა კი გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში უკვე მიიღო ბინები ან კომპენსაცია.

„ძალადობა გამოსავალი არ არის“ - სერგეენკო დევნილების მიერ Dirsi-ში შეჭრის შესახებ>>

დღეისათვის იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი 273,4 ათასზე მეტ ადამიანს აქვს, რაც 88,7 ათას ოჯახზე მეტია. სახელმწიფო ამ ოჯახებისთვის ბინებს ეტაპობრივად გასცემს, თუმცა მათ წლების განმავლობაში უწევთ რიგში დგომა.

ყველა ახალი ამბავი
0