უზენაესი სასამართლო: დეკანოზის საქმეს გრიფი „საიდუმლო“ არ ადევს

© Supreme Court of Georgiaსაქართველოს უზენაესი სასამართლო
საქართველოს უზენაესი სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საპატრიარქომ უზენაეს სასამართლოს დეკანოზ მამალაძის საქმის მასალების გასაჯაროება სთხოვა.

თბილისი, 4 აპრილი - Sputnik. დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს გრიფი „საიდუმლო" არ ადევს, აღნიშნულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საპატრიარქოსთვის მიწერილ წერილში დეკანოზის საქმის მასალების გასაჯაროების თხოვნასთან დაკავშირებით, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საპატრიარქო - Sputnik საქართველო
პროკურატურის შემდეგ უზენაესი სასამართლო: საპატრიარქო „ციანიდის საქმის" გასაჯაროებას ითხოვს

გიორგი მამალაძის დაკავება ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმე გახდა საქართველოს უახლეს ისტორიაში. თბილისის საქალაქო სასამართლომ მამალაძეს 2017 წლის სექტემბერში 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 13 თებერვალს ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. 2018 წლის აგვისტოში უზენაესმა სასამართლომ საჩივრის განხილვაზე უარი თქვა და ამით წინა ინსტანციების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

მიმდინარე წლის 7 მარტს საქართველოს საპატრიარქომ უზენაეს სასამართლოს დეკანოზ მამალაძის საქმის მასალების გასაჯაროება სთხოვა. საპატრიარქომ დეკანოზ მამალაძის საქმის მასალების გასაჯაროება 26 თებერვალს საქართველოს პროკურატურისგანაც ითხოვა, თუმცა უწყებისგან უარი მიიღო.

უზენაესი სასამართლოს განცხადებით, ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება 2018 წლის 1 აგვისტოს მიიღეს, შესაბამისად, საქმის წარმოება დასრულდა.

„მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, სისხლის სამართლის საქმის მასალებზე ხელი მიუწვდებათ მხოლოდ მხარეებს (ბრალდებისა და დაცვის მხარეს). ამ საქმეზე სასამართლო სხდომები პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოში იყო დახურული. რაც შეეხება საქართველოს უზენაეს სასამართლოს, საქმე განხილულ იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე და მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება (განჩინება) საჯაროა, რისი მოძიებაც შესაძლებელია უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე", – წერია უზენაესი სასამართლოს მიერ საპატრიარქოსთვის მიწერილ წერილში.

ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
ლომჯარია: გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის.

ყოფილი დეკანოზის ადვოკატებმა, აგრეთვე საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა გამოძიებას უნდობლობა გამოუცხადეს. ადვოკატები დარწმუნებული იყვნენ, რომ საქმესთან დაკავშირებულ სიმართლეს საზოგადოება სასამართლოზე შეიტყობდა, თუმცა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ყველა სასამართლო მოსმენა დახურული იყო.

მაშინ პროკურატურამ ეს იმით ახსნა, რომ საქმეს ერთვოდა ბრალდებულის მობილური ტელეფონიდან მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც ყოფილი დეკანოზის ინტიმური ცხოვრების დეტალებს შეიცავდა და მათი გავრცელება ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას დააზარალებდა.

ყველა ახალი ამბავი
0