04:15 20 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1229
  • 100 RUB4.3536
  • USD2.7871
საგამოცდო აუდიტორია

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 ათასამდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა

© Photo: courtesy of National Assessment and Examinations Center
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
93 0 0

წელს აბიტურიენტებს კვლავ ოთხი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ – სამ სავალდებულო და ერთ არჩევით საგანში.

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. საქართველოს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობისთვის 41 ათასამდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა, აღნიშნულია გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რეგისტრაცია ცენტრის ვებ-გვერდზე 12 მარტიდან 3 აპრილამდე მიმდინარეობდა.

ეს იყო რეგისტრაციის პირველი ეტაპი. უმაღლესი განათლების მიღების მსურველებმა შეავსეს სპეციალური ფორმები და აღნიშნეს ჩასაბარებელი საგნები და ქალაქები, სადაც ერთიან ეროვნულ გამოცდებს ჩააბარებენ.

გამოცდების ეროვნული ცენტრი: 2019 წელს აბიტურიენტებს მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდებათ>>>

რეგისტრაციის მეორე ეტაპი 3 აპრილიდანვე დაიწყო და 7 მაისამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში აბიტურიენტებს, სურვილის შემთხვევაში,  საგამოცდო საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევის შესაძლებლობა ეძლევათ.

რეგისტრაციის მესამე ეტაპი 7 მაისიდან დაიწყება და გაგრძელდება აგვისტოს დასაწყისამდე – აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით. ამ პერიოდში აბიტურიენტებს არჩეული საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა ექნებათ.

წელს აბიტურიენტებს კვლავ ოთხი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. აქედან სამი სავალდებულოა – ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები, უცხო ენა, და ერთი საგანი არჩევით – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.

რაც შეეხება სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს, მიმდინარე წლის თებერვალში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად,  2018-2019 სასწავლო წლიდან სკოლის გამოსაშვები (ე.წ. CAT-ის) გამოცდები მე-11 და მე-12 კლასებისთვის მოიხსნა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 2005 წლიდან ტარდება.

განათლება საქართველოში
© Sputnik / Konstantin Ivanov.
განათლება საქართველოში

 

 

მთავარი თემები