გიორგი დანელიას მეუღლე რეჟისორის მდგომარეობაზე საუბრობს

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშირეჟისორი გიორგი დანელია და მისი მეუღლე გალინა იურკოვა-დანელია
რეჟისორი გიორგი დანელია და მისი მეუღლე გალინა იურკოვა-დანელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დანელია საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში ფილტვების ანთებით იანვრის ბოლოს მოხვდა.

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. რეჟისორი გიორგი დანელია თავს გაცილებით უკეთესად გრძნობს, მან დამოუკიდებლად სუნთქვა დაიწყო, თუმცა ექიმები მის საავადმყოფოდან გამოწერას ჯერჯერობით არ გეგმავენ, განუცხადა რეჟისორის მეუღლემ გალინა იურკოვა-დანელიამ საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ს.

„გაცილებით უკეთ გრძნობს თავს. ჯერ კიდევ საავადმყოფოშია, დამოუკიდებლად სუნთქავს. უკვე კარგადაა, მაგრამ გამოწერას ჯერ არ აპირებენ", – განუცხადა მან სააგენტოს.

დანელია საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში 24 იანვარს გადაიყვანეს ფილტვის ანთებით. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო. სუნთქვის სტაბილიზაციისთვის ექიმებმა რეჟისორი სპეციალურად შეიყვანეს ხელოვნური კომის მდგომარეობაში. სამ დღეში მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის კომიდან გამოიყვანეს.

გიორგი დანელია – საბჭოთა კინორეჟისორი და სცენარისტი. მისი ყველაზე ცნობილი ფილმებია „არ დაიდარდო", „აფონია", „დავდივარ მოსკოვის ქუჩებში", „მიმინო", „შემოდგომის მარათონი", „ქინ-ძა-ძა", „პასპორტი".

 

ყველა ახალი ამბავი
0