ვარკის ფონდის ელჩი The Global Teacher Prize 2019-ის გამარჯვებულის დასახელებამდე

© photo: Teacher's House / FBლადო აფხაზავა
ლადო აფხაზავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვარკის ფონდი დუბაიში მდებარეობს და პედაგოგებს ფულადი პრიზით 2015 წლიდან აჯილდოებს, ფინალისტებს კი ფონდისა და კონკურსის ელჩების სტატუსს ანიჭებს.

საქართველოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის მასწავლებელი ვლადიმერ აფხაზავა, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლების ათეულშია შესული, ვარკის საქველმოქმედო  ფონდის ელჩი გახდა.

ორი წლის წინ პედაგოგმა საქართველოში „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ დაიმსახურა, რომლის წყალობითაც მას შესაძლებლობა მიეცა, მონაწილეობა მიეღო კონკურსში „The Global Teacher Prize 2019“. ამ კონკურსის ფარგლებში, გამარჯვებულს ყოველ წელს ფულადი პრიზით - ერთი მილიონი აშშ დოლარით აჯილდოებენ.

© FB / Ministry of Education and Science of Georgiaვლადიმერ აფხაზავა
ვარკის ფონდის ელჩი The Global Teacher Prize 2019-ის გამარჯვებულის დასახელებამდე  - Sputnik საქართველო
ვლადიმერ აფხაზავა

ვარკის ფონდი

ვარკის ფონდი დუბაიში მდებარეობს და პედაგოგებს ფულადი პრიზით 2015 წლიდან აჯილდოებს, ფინალისტებს კი ფონდისა და კონკურსის ელჩების სტატუსს ანიჭებს.

ვარკის ფონდის დამფუძნებელი ინდოელი საზოგადო მოღვაწე და მეწარმე სანი ვარკია. ფონდის დევიზია: „ყველა ბავშვი იმსახურებს ღირსეულ მასწავლებელს“.

სანი ვარკი ინდოეთიდან დუბაიში 1959 წელს გადასახლდა. მის მსოფლმხედველობასა და ინტერესებზე მშობლებმა დიდი გავლენა იქონიეს. მათ 1968 წელს გახსნეს თავიანთი პირველი სკოლა. 1980 წელს სანი ვარკიმ გადაწყვიტა, სკოლას თავად ჩადგომოდა სათავეში და, საბოლოოდ, დააფუძნა საგანმანათლებლო დაწესებულება „GEMS Education“. დღეს ამ საგანმანათლებლო დაწესებულებაში 150 ეროვნების 100 ათასამდე სტუდენტი სწავლობს.

მშობლების, პედაგოგებისა და მთავრობების ერთობლივი ძალისხმევით სანი ვარკი ცდილობს გააუმჯობესოს სწავლების მეთოდები და სწავლის თანაბარი შესაძლებლობები შეუქმნას ყველა ბავშვს, განსაკუთრებით, აფრიკაში. 

ლადო აფხაზავა - Sputnik საქართველო
ლადო აფხაზავა: ყოველ ხუთ მისვლაზე თანხას ვაორმაგებდი

საქართველოს გამარჯვება

წელს „The Global Teacher Prize“ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსოფლიოს 179 ქვეყნიდან 10 ათასმა პედაგოგმა შეიტანა განაცხადი. აფხაზავა 50 ფინალისტს შორის მოხვა, შემდეგ კი - საუკეთესო ათეულში. ფინალისტები ჰოლივუდის მსახიობმა ჰიუ ჯეკმანმა გამოაცხადა.

ლადო აფხაზავა ამჟამად დუბაიში იმყოფება. „The Global Teacher Prize 2019“-ის გამარჯვებული დუბაის განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე 24 მარტს გამოვლინდება. მანამ ფინალისტებისთვის გაიმართება საზეიმო ღონისძიება, რომელზეც მასწავლებლები 10 ათასამდე დამსწრეს თავიანთ გამოცდილებასა და საინტერესო ისტორიებს გააცნობენ.

 „არ ვღელავ. მიმაჩნია, რომ მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლების ათეულში მოხვედრა - უკვე გამარჯვებაა. და ეს არ არის მხოლოდ ჩემი გამარჯვება, არამედ მთელი საქართველოს გამარჯვებაა“, - განაცხადა აფხაზავამ.

ლადო აფხაზავას გარდა, საუკეთესო ათეულში არიან მასწავლებლები ბრაზილიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ჰოლანდიიდან, ინდოეთიდან, არგენტინიდან, ავსტრალიიდან, იაპონიიდან, აშშ-დან და კენიიდან.

აფხაზავას წარმატება

ლადო აფხაზავა 42 წლისაა. იგი გურიის სოფელ ნიგვზიანში დაიბადა. იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. შემდეგ წარჩინებით დაამთავრა ბათუმის კოოპერაციული ინსტიტუტის ეკონომიკური ფაკულტეტი. უკვე მეცხე წელია, სოფელ ჩიბათში სამოქალაქო განათლებას ასწავლის.

ლადოს მთავარი მიზანი - მოსწავლეების აქტიურ მოქალაქეებად და თანამედროვე საზოგადოების ლიდერებად გაზრდაა, რათა ისინი კრიტიკული აზროვნების დამოუკიდებელ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ. 2003 წელს მან დააფუძნა ბანაკი, სადაც მოსწავლეებს არაფორმალური განათლების მიღება შეეძლოთ. ბავშვებმა ამ ადგილს „ლადოს ბანაკი“ შეარქვეს. 

ლადო აფხაზავა - Sputnik საქართველო
ლადო აფხაზავა: საჭიროა ბავშვების მომზადება არა გამოცდებისთვის, არამედ ცხოვრებისთვის

სწავლების პროცესში აფხაზავა პრაქტიკული სწავლების მეთოდს იყენებს და დარწმუნებულია, რომ პედაგოგს ყველა მოსწავლის დაინტერესება შეუძლია. ის არის ავტორი პროექტისა „დემოკრატიული რევოლუცია“, რომლის მიზანი მოსწავლეების გააქტიურება, მათი იდეებისა და ინიციატივების რეალიზებაა.

ერთ-ერთმა პროექტმა „ეთნოპატარძლებმა“ საერთაშორისო ჯილდო მიიღო. იგი მიზნად ისახავდა ტოლერანტობისა და მულტიკულტურალიზმის განვითარებას. მისი მთავარი დევიზია - „ბავშვი უპირველეს ყოვლისა“.

 „The Global Teacher Prize“ კონკურსის გამარჯვებულის გამოვლენისას შემდეგ კრიტერიუმებს ითვალისწინებენ: მასწავლებლის მიღწევების აღიარება სკოლასა და მის ფარგლებს გარეთ; სწავლების ინოვაციური და ეფექტური მეთოდების გამოყენება; სხვების წახალისება მასწავლებლის პროფესიის ათვისებისკენ; პროფესიის საზოგადოებრივ განხილვაში წვლილის შეტანა; სწავლებისას თვალსაჩინო შედეგების მიღწევა; ბავშვების აღზრდა გლობალიზაციისა და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების გათვალისწინებით.

 

ყველა ახალი ამბავი
0