14:47 16 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2725
  • 100 RUB4.6078
  • USD2.9701
პასპორტი

პირადობა და პასპორტი უფასოდ: შეღავათები უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პასპორტი (19)
64820

წულუკიანის განცხადებით, აღნიშნული აქცია ხელს შეუწყობს მოქალაქეების საკუთრებისა და საარჩევნო უფლებების დაცვას

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ახალი პასპორტების უფასოდ აღებას მაისში შეძლებენ, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოში ახალი საგამოძიებო უწყება იქმნება>>>

ემიგრანტი ქართველებისთვის სპეციალური აქცია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საპატივცემულოდ, ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღის თვეში – ანუ მაისში, მთელი ერთი თვე და იმედი მაქვს, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერის, ჩვენი თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტი გაიცემა უფასოდ – ეს არის კიდევ ერთი აქცია", – განაცხადა თეა წულუკიანმა.

გასულ წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მსგავსი აქცია ქვეყნის სხვადასხვა საკონსულოში ჩაატარა. შედეგად,  უცხოეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა პასპორტის აღება 70%-იანი ფასდაკლებით - 50 დოლარად შეძლეს. აღნიშნული აქციით ხუთი ათასმა ადამიანმა ისარგებლა, აღნიშნა წულუკიანმა.

გარდა ამისა, მიმდინარე წლის 1 აპრილიდან 1 მაისამდე საქართველოს ის მოქალაქე, რომელიც ქაღალდის უვადო პირადობის მოწმობას ფლობს, საქართველოს მოქალაქის პასპორტსა და პირადობის ელექტრონულ მოწმობას სრულიად უფასოდ მიიღებს. წულუკიანის განცხადებით, საქართველოში ასეთი სულ 401 ათასი მოქალაქეა.

„2020 წლისთვის, საარჩევნო სიასთან დაკავშირებით ოდირის (ODIHR) დადებითი დასკვნის მისაღებად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავემშვიდობოთ ქაღალდის პირადობის მოწმობას. ეს არის ჩვენი მოქალაქეების ის კატეგორია, რომლებიც ფლობენ ძველი დროის გადმონაშთ დოკუმენტს, რომელსაც აქვს უვადო მოქმედების ვადა და არ ცვლიან მას", -აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

წულუკიანის განცხადებით, აღნიშნული აქცია ხელს შეუწყობს მოქალაქეების საკუთრებისა და საარჩევნო უფლებების დაცვას.

„თქვენი პიროვნება, ვინაობა არის ადვილად გასაყალბებელი… შეიძლება, ისე გადაფორმდეს-გადმოფორმდეს თქვენი ქონება, ვერც კი გაიგოთ. ასევე, არსებობს რისკი, რომ, თუკი არაკეთილსინდისიერი ხელისუფლება იქნება სათავეში, ვინმემ საარჩევნო უფლება", -აღნიშმა მინისტრმა.

პირადობის ახალი მოწმობები საქართველოში 2011 წელს გამოჩნდა. მისი საშუალებით შესაძლებელია ადამიანის დისტანციურად, ინტერნეტის მეშვეობით იდენტიფიცირება, საქართველოში იურიდიული ძალის მქონე ელექტრონულ დოკუმენტებზე ციფრული ხელმოწერის გაკეთება.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კანონმდებლების წინაშე „მინისტრის საათის" ფარგლებში წარდგა.

 

თემები:
საქართველოს პასპორტი (19)

მთავარი თემები