გიორგი დანელიას მეუღლე: იგი გაცილებით უკეთაა

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშირეჟისორი გიორგი დანელია და მისი მეუღლე გალინა იურკოვა-დანელია
რეჟისორი გიორგი დანელია და მისი მეუღლე გალინა იურკოვა-დანელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეჟისორ გიორგი დანელიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მისი მეუღლე საუბრობს.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. რეჟისორ გიორგი დანელიას მდგომარეობა თანდათანობით უმჯობესდება, თუმცა იგი მაინც საავადმყოფოში რჩება, განუცხადა რეჟისორის მეუღლემ გალინა იურკოვა-დანელიამ საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ს.

გიორგი დანელია - Sputnik საქართველო
გიორგი დანელია ხელოვნური კომიდან გამოიყვანეს

„გაცილებით უკეთაა. უკვე წამოჯდომა შეუძლია, მთლიანობაში ნელ-ნელა უმჯობესდება. ჯერჯერობით საავადმყოფოდან გაწერაზე საუბარიც არაა, ჯერ სუნთქვა უნდა ისწავლოს, ფილტვების ანთება მძიმედ გადის", – განაცხადა მან.

დანელია საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში 24 იანვარს გადაიყვანეს ფილტვის ანთებით. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო. სუნთქვის სტაბილიზაციისთვის ექიმებმა რეჟისორი სპეციალურად შეიყვანეს ხელოვნური კომის მდგომარეობაში. სამ დღეში მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის კომიდან გამოიყვანეს.

გიორგი დანელია – საბჭოთა კინორეჟისორი და სცენარისტი. მისი ყველაზე ცნობილი ფილმებია „არ დაიდარდო", „აფონია", „დავდივარ მოსკოვის ქუჩებში", „მიმინო", „შემოდგომის მარათონი", „ქინ-ძა-ძა", „პასპორტი".

 

ყველა ახალი ამბავი
0