საქართველოს საპატრიარქომ სკანდალური კანონპროექტის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა

© photo: Sputnik / Levan Avlabreliსაპატრიარქო
საპატრიარქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მღვდელმსახურები და სასულიერო აკადემიის მსმენელები სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით სარგებლობენ.

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. საქართველოს საპატრიარქო მხარს უჭერს მღვდელმსახურების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებას, თუმცა თვლის, რომ აღნიშნული ნორმა ფსევდორელიგიურმა ორგანიზაციებმა მერკანტილური მიზნებისთვის არ უნდა გამოიყენონ, ნათქვამია საპატრიარქოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სკანდალური კანონპროექტის ავტორმა დისკრიმინაციის შესახებ ბრალდებებს უპასუხა>>>

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა მოამზადა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა ყველა კონფესიისთვის გაუქმდეს საკანონმდებლო ნორმა, რომლითაც მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებით სარგებლობენ. ინიციატივის თანახმად, სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებს შეუძლიათ ალტერნატიული შრომითი სამსახურით ისარგებლონ.

სამხედროები - Sputnik საქართველო
მდინარაძე: სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული კანონპროექტი, შესაძლოა, დასახვეწი იყოს

საქართველოში სამხედრო სამსახური იყოფა ოთხ კატეგორიად: სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. საქართველოს ჯარში გაწვევისა და სამსახურის წესებს არეგულირებს კანონი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ". კანონის 30-ე მუხლის „ლ" ქვეპუნქტის თანახმად, წვევამდელს ჯარში გაწვევა შეიძლება გადაუვადდეს, თუ იგი არის მღვდელმსახური ან სწავლობს სასულიერო სემინარიაში.

„სასულიერო პირების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა და ჩვენ მას მხარს ვუჭერთ. სახელმწიფოში ასევე გარანტირებული უნდა იყოს არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური. ამასთან უნდა გატარდეს შესაბამისი ზომები, რათა ეს პრაქტიკა არ იქნას გამოყენებული ფსევდორელიგიური იურიდიული პირების მიერ თავიანთი ვიწრო მერკანტილური ინტერესებისათვის, რაც რელიგიურობით მანიპულაციას და აშკარა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას წარმოადგენს", – ნათქვამია განცხადებაში.

ალტერნატიული შრომითი სამსახური გულისხმობს წვევამდელების გაწვევას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ასევე არასამხედრო შრომით დანაყოფებში, სამოქალაქო ობიექტების მშენებლობებზე, სოფლის მეურნეობის პროდუქციის დამამზადებელ საწარმოებში, კომუნალური მომსახურებისა და ჯანდაცვის დაწესებულებებში.

ბოლო დროს ხელისუფლებაში წვევამდელების არასაკმარის რაოდენობაზე ალაპარაკდნენ.

კანონპროექტი ჯარისა და მღვდელმსახურების შესახებ საქართველოში – სკანდალი მძაფრდება>>>

საქმე ისაა, რომ პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩმა", რომელმაც პოლიტიკური ბრძოლის არაორდინარული მეთოდებით გაითქვა სახელი, კანონში ხარვეზი აღმოაჩინა.

2017 წელს მისმა ლიდერებმა ოფიციალურად დაარეგისტრირეს ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება", რათა დახმარებოდნენ ახალგაზრდებს, კანონიერად ეთქვათ უარი ჯარში სამსახურისგან. ამისათვის საჭიროა მხოლოდ ამ ორგანიზაციაში დარეგისტრირება მღვდელმსახურის სტატუსით.

ზურა ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
ჯაფარიძე: ქვეყანაში არსებობს დაკანონებული მონობა სავალდებულო სამხედრო სამსახურის სახით

ასეთი „მღვდელმსახურების" რიცხვმა საქართველოში უკვე 15 ათასს გადააჭარბა.

საქართველოს ჯარში ვადიან სამხედრო სამსახურში გაწვევა წელიწადში ორჯერ ხორციელდება – გაზაფხულსა და შემოდგომაზე. წლევანდელი საგაზაფხულო გაწვევა 1 თებერვალს დაიწყო და 29 ივნისამდე გასტანს. სულ სამხედრო სამსახურში გაიწვევენ 18-დან 27 წლამდე 4,5 ათას ახალგაზრდას. მათგან მხოლოდ 1,7 ათასი ადამიანი იმსახურებს თავდაცვის ძალებში. სამსახურის ვადა 12 თვეა.

მოქმედი კანონმდებლობით, ჯარში სამსახურისგან თავისუფლდებიან: საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც სამხედრო სამსახური სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალებში აქვთ გავლილი; ნასამართლევი არიან სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის; ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად არიან ცნობილი; გავლილი აქვთ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური; არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე; პარლამენტის დეპუტატები; განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდები.

 

ყველა ახალი ამბავი
0