ზემო ლარსი დღეს: დაწესებულია შეზღუდვები

© photo: Sputnikთოვლი გზებზე
თოვლი გზებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეზღუდვები საქართველოს ცენტრალურ მაგისტრალზე უამინდობის გამო დაწესდა.

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველო-რუსეთის საზღვრის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

თოვლი გზებზე - Sputnik საქართველო
ვითარება საქართველოს გზებზე: უამინდობის გამო შეზღუდვებია დაწესებული

კერძოდ, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გუდაური –კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

ამასთან, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

 

ყველა ახალი ამბავი
0