ექს-მერი აბაზოვი მარნეულის მერიას 32 ათას ლარს სთხოვს

© photo : municipality of marneuli / FBთემურ აბაზოვი
თემურ აბაზოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარნეულის საკრებულომ აბაზოვს მერის უფლებამოსილება მიმდინარე წლის12 თებერვალს შეუჩერა. სასამართლო პროცესი კი ამ დრომდე გრძელდება.

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი, რომელსაც ბრალად ედება ადგილობრივ მცხოვრებზე ფიზიკური ანგარიშსწორება, მარნეულის მერიისგან განაცდური ხელფასის აღებას ითხოვს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საუბარია 32 ათას ლარზე. ეს არის აბაზოვის იმ შვიდი თვის ანაზღაურება, როცა იგი პატიმრობაში იმყოფებოდა.

„ეს ბინძური პროვოკაციაა" – მარნეულის ექს-მერი სასამართლოში ჩივილს აპირებს>>>

2018 წლის ივნისში აბაზოვი და კიდევ ორი პირი მარნეულის მკვიდრ ელჩინ ალახვერდიევის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტზე აღძრული საქმის ფარგლებში დააკავეს, მას შემდეგ, რაც „სტუდია მონიტორმა", რომელიც ჟურნალისტური გამოძიებითაა დაკავებული, სკანდალური სიუჟეტი გაავრცელა, რომელშიც გამოყენებული იყო Facebook-ით გავრცელებული ვიდეოკადრები.

სასამართლოს ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
პარლამენტის დეპუტატ სულეიმანოვს გირაო შეეფარდა

ვიდეოში ჩანს, თუ როგორ უსწორდებიან ფიზიკურად და აიძულებენ საკუთარი შარდით სახის დაბანას მარნეულის მკვიდრ ალახვერდიევს, რომელმაც მანამდე უცენზუროდ მოიხსენია მარნეულის მერი თემურ აბაზოვი და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

რუსთავის რაიონულმა სასამართლომ თემურ აბაზოვი 10 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სასამართლომ დააკმაყოფილა აღკვეთის ზომის შეცვლის თაობაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა. სასამართლომ იხელმძღვანელა იმით, რომ უკვე ყველა მტკიცებულება შესწავლილია და ყველა მოწმე დაკითხული.

პროკურატურის მტკიცებით, აბაზოვმა ალახვერდიევი სცემა, შემდეგ აიძულა ჩართულიყო „ფეისბუქის" პირდაპირ ეთერში, მოეხადა ბოდიში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა საკუთარი ცოლისთვის. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ელჩინ ალახვერდიევი აიძულეს მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე.

მარნეულის ყოფილი მერი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს>>>

აბაზოვის განცხადება მარნეულის საკრებულომ გუშინ გამართულ სხდომაზე ცნობად მიიღო. ხუთშაბათს განცხადება მერიას გადაეგზავნება, რის შემდეგაც მას შესაბამისი სამსახურები განიხილავენ. თუ ჩაითვლება, რომ აბაზოვის მოთხოვნა კანონიერია, აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილდება.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტის დეპუტატის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყო

აბაზოვს ბრალი ედება სსკ-ის მუხლებით „არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ" და „პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია".

მარნეულის ყოფილ მერს 5-დან 10 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.


ყველა ახალი ამბავი
0