„ასეთი რამ საქართველოში არ ყოფილა" - განათლების სამინისტრო სახელმწიფო სერტიფიკატს გასცემს

© Facebook / photo: The Enterprisist / FBგანათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
კერძო სექტორთან თანამშრომლობის ფარგლებში განათლების სამინისტრო მოქალაქეებს პროფესიული გადამზადების გავლაში დაეხმარება

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც პროფესიული გადამზადება გაიარეს, სახელმწიფო სერტიფიკატები გადაეცემათ, განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა.

განათლების სამინისტრო გადამზადების ახალ პროგრამებს იწყებს>>>

საქართველოში განათლების მასშტაბური რეფორმის ფარგლებში პროფესიული გადამზადების ახალი პროგრამები იწყება, რომლებიც ქვეყნის მოქალაქეების კვალიფიკაციის ამაღლებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისკენ იქნება მიმართული. ამისთვის იქმნება ვებგვერდი, რომელზეც განთავსებული იქნება დამსაქმებელთა და გადამზადების პროგრამების შესახებ ინფორმაცია. პროექტის განხორციელებისთვის ბიუჯეტიდან რამდენიმე მილიონი ლარია გამოყოფილი.

„შემოდის „სახელმწიფო სერტიფიკატის" ცნება, რაც ასევე არ არსებობდა აქამდე... ფაქტობრივად დასრულებულია ელექტრონული პლატფორმა, სადაც უახლოესი კვირეების განმავლობაში თავისუფლად შეძლებს კერძო სექტორი დასაქმება-გადამზადების პროექტებში ჩართვას", - განაცხადა ბატიაშვილმა და დასძინა, რომ გადამზადების პროცესი არ იქნება დაკავშირებული ბიუროკრატიულ პრობლემებთან.

მინისტრმა ქვეყნის 50-ზე მეტ დამსაქმებელთან გამართა შეხვედრა. გარდა ამისა, განათლების სამინისტრომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად გამოყო პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებშიც კადრების დეფიციტი შეიმჩნევა. სახელმწიფო პირველ რიგში სწორედ ამ მიმართულებებს დააფინანსებს. ამ პროგრამებზე სწავლა უფასო იქნება.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
პრემიერი: განათლების სფერო განვითარების ახალ დონეს მიაღწევს

მშენებლობისა და IT-ტექნოლოგიის მიმართულებით პროგრამები უახლოეს პერიოდში დაიწყება. უკვე მზად არის ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის პროგრამები, რომლებიც მალე პირველ ორს დაემატება.

სახელმწიფო მუშაობს იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს გადამზადების გავლა და დასაქმება. დაწყებით ეტაპზე გადამზადების გავლას დაახლოებით 500 ადამიანი შეძლებს, თუმცა, ეს ციფრი ყოველთვიურად გაიზრდება.

გადამზადების გავლის მსურველთა რეგისტრაცია აჭარაში, სამეგრელოსა და თბილისში 25 მარტიდან დაიწყება.

სამუშაო არის, მაგრამ კვალიფიციური კადრები – არა>>>

საქართველოში განათლების მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს. ექსპერტებმა მოამზადეს რეფორმის ათი პაკეტი, რომლებიც ყველა მიმართულებას მოიცავს. რეფორმები ოთხი წელი გაგრძელდება და მიმართულია იმისკენ, რომ საქართველო საგანმანათლებლო ცენტრად გადაიქცეს და რეგიონში ლიდერი გახდეს.

დაინტერესებული პირები გადამზადების გავლის შემდეგ მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს; კერძო კომპანიები მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას შეძლებენ; სახელმწიფოს მიერ დაფინანსდება ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც დასაქმების მაღალი პოტენციალის მქონე სფეროებად იქნება აღიარებული; პროგრამები განხორციელდება პრაქტიკული სწავლების ფორმატში.

 

ყველა ახალი ამბავი
0