Georgian Airways-ი თბილისის აეროპორტთან საპროტესტო აქციას მართავს

© Sputnik / STRINGERGeorgian Airways-ს საპროტესტო აქცია
Georgian Airways-ს საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეროვნული ავიაგადამზიდავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორ კომპანიას კაბალური პირობების შექმნაში ადანაშაულებს

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი თურქული კომპანია TAV Urban Georgia-ს წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს. თურქული კომპანია თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი მოვლენების ადგილიდან.

აქცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობის წინ მიმდინარეობს.

საქართველოს ეროვნული ავიაგადამზიდავის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ისეთი გადასახადები, როგორიც TAV Urban Georgia-ს აქვს დაწესებული, არ არსებობს ევროპის თითქმის არც ერთ აეროპორტში. Georgian Airways-ის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ TAV Urban Georgia-ს მმართველობის პირობებში შეუძლებელია ქართული ავიაციის ფუნქციონირება და შემდგომი განვითარება.

„ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს საკუთარ ქვეყანაში არავინ შეგვიშალოს ხელი საქმის კეთებაში. დღეს იმიტომ შევიკრიბეთ, რომ ამის გამო პროტესტი გამოვხატოთ... სტუმარმა უნდა იცოდეს, რომ სტუმარია, ხოლო მასპინძელმა უნდა იცოდეს, რომ მასპინძელია. დღეს ეს გრძნობა დაკარგულია და ისინი მუქარის ენით გველაპარაკებიან: თქვენ ვერ შეძლებთ ფრენას, გაგაჩერებთ, ამას გავაკეთებთ", - განაცხადა Georgian Airways-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თამაზ გაიაშვილმა.

© Sputnik / STRINGERGeorgian Airways-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თამაზ გაიაშვილი
Georgian Airways-ი თბილისის აეროპორტთან საპროტესტო აქციას მართავს - Sputnik საქართველო
Georgian Airways-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თამაზ გაიაშვილი

მისი თქმით, TAV Urban Georgia-ს ყველაფერიგასდის.

„ტაქსი ექსკლუზიურად მათ ეკუთვნის... ჩამოსული მგზავრები თვითონ ათრევენ ჩემოდნებს მანქანამდე. დამხვედრებს მათი გასასვლელში შეხვედრის უფლება არა აქვთ... მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, ამას ყურადღება მიაქციოს", - აღნიშნა გაიაშვილმა.

სამგზავრო თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო
Georgian Airways-ის გენერალური დირექტორი გადადგა

თურქულმა კომპანიამ, თავის მხრივ, Georgian Airways-ს დეზინფორმაციასა და კომპანიის დისკრედიტაციაში დასდო ბრალი. TAV Urban Georgia-მ განაცხადა, რომ ქართული ავიაკომპანიის დავალიანება ამ დროისთვის 9 მილიონ ლარს შეადგენს და ის ფინანსური ვალდებულებების შესრულებაზე უარს აცხადებს მიუხედავად იმისა, რომ გადახდის გრაფიკი შემუშავებულია.

თურქული კომპანიის ინფორმაციით, Georgian Airways-ი, თანამშრომლობის 14 წლის განმავლობაში, სარგებლობდა ყველა პრივილეგიითა და შეღავათით, რომელიც ოპერატორი კომპანიის მხრიდან ჰქონდა მინიჭებული.

TAV თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორია 2007 წლიდან. კომპანიამ საქართველოს მთავრობასთან კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა. საქართველოს გარდა, კომპანია ახორციელებს აეროპორტების მართვას თურქეთში, ტუნისში, მაკედონიაში, ლატვიაში, საუდის არაბეთში და ხორვატიაში.

კომპანია Georgian Airways-ს ეროვნული გადამზიდავის სტატუსი აქვს მინიჭებული. ის ფლობს შვიდ საჰაერო ხომალდს და საერთაშორისო ავიაგადაზიდვების ქართულ ბაზარზე მისი წილი 11%-ს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0