მხატვრები პარლამენტის ქუთაისში დაბრუნებას მოითხოვენ

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის შენობა ქუთაისში
პარლამენტის შენობა ქუთაისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის დაბრუნების მოთხოვნით ქუთაისში სამშაბათს აქცია-პერფორმანსი გაიმართება.

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. ქუთაისის ქუჩებში გამოჩნდა პლაკატები კულტურისა და ხელოვნების ქართველი მოღვაწეების გამოსახულებით და წარწერით „დატოვე პარლამენტი ქუთაისში!", იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

პლაკატებზე გამოსახული არიან ნიკო ნიკოლაძე, ტიციან ტაბიძე, დავით კაკაბაძე, ნიკო მარი, ექვთიმე თაყაიშვილი, მელიტონ ბალანჩივაძე.

ამგვარი „გამოფენის" ინიციატორია ამავე სახელწოდების ორგანიზაცია – „დატოვე პარლამენტი ქუთაისში". ამ გამოსახულებების ავტორია მხატვარი ლევან ვეკუა. მხატვრები მოქალაქეებთან ერთად ამგვარად აცხადებენ პროტესტს პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის გამო.

ორგანიზაციის წევრების განცხადებით, ეს ნახატები იმ აქცია-პერფორმანსის ნაწილია, რომელიც 12 მარტს ქუთაისის ცენტრალურ ბულვარზე გაიმართება.

პარლამენტმა მუშაობა ქუთაისში 2012 წელს დაიწყო კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე. 2017 წლის ბოლოს საქართველოში კვლავ მიიღეს შესწორებები კონსტიტუციაში, რომლის თანახმად ქვეყნის მთავარ კანონში აღარ არის ჩანაწერი იმის შესახებ, რომ პარლამენტმა ქუთაისში უნდა იმუშაოს.

ექვსი წლის შემდეგ პარლამენტი თბილისში დაბრუნდა>>

საგაზაფხულო სესია 2019 წელს უკვე თბილისის პარლამენტის შენობაში დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0