რამდენი მილიონი ლარია გათვალისწინებული ბეთანიაში შიდა გზების მოწესრიგებაზე

© photo: Sputnik / Stringerწყნეთი–ბეთანიის გზა
წყნეთი–ბეთანიის გზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოფელ ბეთანიაში წყალდიდობის შედეგად 2015 წელს დაზიანებული შიდა გზების აღდგენა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

თბილისი, 8 მარტი — Sputnik. თბილისის მერია მიმდინარე წელს ბეთანიაში გზების სარემონტო სამუშოების მასშტაბური პროექტის განხორციელებას გეგმავს, რისთვისაც 1 მილიონზე მეტი ლარია გათვალისწინებული, განაცხადა ვაკე–საბურთალოს რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნოდარ ტურძელაძემ.

წყნეთი–ბეთანიის გზა ოფიციალურად გაიხსნა>>>

ტურძელაძემ თბილისის მერთან კახა კალაძესთან და ქალაქის მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად Facebook-ის პირდაპირ ეთერში მოსახლეობის კითხვებს უპასუხა. 

წყნეთი–ბეთანიის გზა - Sputnik საქართველო
ხიდები, გზები, საბაგირო – რეგიონული განვითარების სამინისტრომ 2018 წელი შეაჯამა

„ბეთანიის შიდა გზები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. წინა წლების განმავლობაში ბეთანიაში გზების მოწესრიგებას ხელი შეუშალა 2015 წელს მომხდარმა სტიქიამ, ჩამოშლილი იყო წყნეთი–ბეთანიის დამაკავშირებელი გზა. წელს კი ვაკის რაიონის გამგეობას დაგეგმილი აქვს მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები. კერძოდ, ასათიანის, ლებანიძის, ორბელიანისა და სხვა ქუჩების რეაბილიტაცია, რომელიც რამდენიმე თვეში დაიწყება“, – განაცხადა ტურძელაძემ.

წყნეთი–ბეთანიის გზა, რომელიც 2015 წლის 13 ივნისს წყალდიდობის შედეგად დაინგრა, 2018 წლის ივლისში გაიხსნა. გზის აღდგენით სამუშაოებზე 12 მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა.

წყნეთი–ბეთანიის გზაზე ჩამოწოლილმა მეწყერმა 13 ივნისის ღამეს წყალდიდობა გამოიწვია. მდინარე ვერეში წყლის დონემ მოიმატა და ნაპირებიდან გადმოვიდა. ადიდებულმა მდინარემ დატბორა საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, „მზიურის" პარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, ასევე მოშალა ქალაქის ინფრასტრუქტურა. სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ორი ადამიანი კი დღემდე დაკარგულად ითვლება.

ყველა ახალი ამბავი
0