ვითარება საქართველოს გზებზე: უამინდობის გამო შეზღუდვებია დაწესებული

© photo: Sputnikთოვლი გზებზე
თოვლი გზებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეზღუდვები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დაწესდა

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი) გამო საქართველოში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე შეზღუდვებია დაწესებული, აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გაწმენდითი სამუშაოები გზებზე - Sputnik საქართველო
საქართველოს გზებზე შეზღუდვების ნაწილი მოხსნილია

მლეთა-გუდაურის (სოფ. ქვემო მლეთადან 85-ე კმ) მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შეზღუდვებია ასევე დაწესებული ნაქერალას უღელტეხილზე. კერძოდ, თოვის გამო ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 35-60-ე კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

აღნიშნული საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რაც შეეხება ფარავნის უღელტეხილს (კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის 94-110-ე კმ.), დეპარტამენტის ცნობით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

თუმცა ამ დროისთვის, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და ნამქერები) გამო, ფარავნის უღელტეხილზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია დილის 08:00სთ-დან საღამოს 21:00სთ-მდე.

 

ყველა ახალი ამბავი
0