„მანჩესტერ სიტის" ქართველი ლეგენდა დიდ ბრიტანეთში საკუთარ ღვინოს გაყიდის

© photo: Sputnik / G. Akhaladze / გადასვლა მედიაბანკშიგიორგი ქინქლაძე
გიორგი ქინქლაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფეხბურთელს საქართველოში ვენახები აქვს და ახალ ბარში საკუთარ ღვინოს გაყიდის.

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის" ყოფილი ნახევარმცველი გიორგი ქინქლაძე ინგლისში ახლო მომავალში ღვინის ბარის გახსნას გეგმავს, ნათქვამია ბრიტანულ გამოცემა Daily Star-ში გავრცელებულ ინფორმაციაში.

ღვინის ბარი მანჩესტერის გარეუბან დიდსბერიში გაიხსნება და Kinky's Wine Bar დაერქმევა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ქინქლაძეს მის წამოწყებაში საქართველოს მთავრობა უწევს დახმარებას.

„ქართულ ღვინოს მსოფლიოში არაფერი სჯობს. მასზე სასაუბროდ სიტყვები არ მყოფნის. ველოდები იმ მომენტს, როცა მანჩესტერის მოსახლეობა ქართულ ღვინოს გასინჯავს", – განაცხადა ქინქლაძემ Manchester Evening News-თან საუბრისას.

ნავარაუდევია, რომ ბარში წითელი და თეთრი ღვინის ათობით სახეობა გაიყიდება. ღვინის წარმოებაში გამოყენებული იქნება თავად გიორგი ქინქლაძის ვენახების ყურძენიც. ზოგიერთი პროდუქცია თავად ქინქლაძის სახელით იქნება ბრენდირებული.

ბარში ღვინოსთან ერთად წარმოდგენილი იქნება პროსეკოს, ვისკისა და ჭაჭის ფართო არჩევანი. პროდუქციის წარმოება მთლიანად საქართველოში მოხდება.

გიორგი ქინქლაძე „მანჩესტერ სიტის" სახელით სამი სეზონის განმავლობაში (1995 – 1998) ასპარეზობდა. გუნდის გულშემატკივრების აზრით, ქართველი ნახევარმცველი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, რომელიც ოდესმე „სიტის" სახელით გამოდიოდა, მისი გოლი „საუტჰემპტონის" კარში კი კლუბის ისტორიაში საუკეთესოდაა მიჩნეული.

ყველა ახალი ამბავი
0