06:23 12 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2697
  • 100 RUB4.6355
  • USD2.9633
კოლონია

მსჯავრდებულები და ბრალდებულები ელექტრონულ პირადობის მოწმობებს უფასოდ აიღებენ

CC0 / Pixabay
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პასპორტი (21)
72 0 0

ამიერიდან პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები მხოლოდ ელექტრონულ პირადობის მოწმობას მიიღებენ, რადგან პენიტენციურ დაწესებულებებში ქაღალდის ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობები აღარ გაიცემა.

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულები და მსჯავრდებულები საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონულ მოწმობებს (ID-ბარათი) უფასოდ აიღებენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

აღნიშნული ინიციატივა, რომელიც იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს ეკუთვნის, უვადოა და პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ საქართველოს ყველა მოქალაქეს ეხება.

პირადობის მოწმობა – უფასო, პასპორტი – 50 დოლარი: დროებითი შეღავათები ემიგრანტებისთვის>>>

ამიერიდან პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულები და ბრალდებულები მხოლოდ ელექტრონულ პირადობის მოწმობას მიიღებენ, რადგან პენიტენციურ დაწესებულებებში ქაღალდის ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობები აღარ გაიცემა.

უწყების ცნობით, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულები და მსჯავრდებულები საფასურისგან იმ შემთხვევაში გათავისუფლდებიან, თუ ID-ბარათს პირველად იღებენ, ან პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისას თან არ აღმოაჩნდებათ პირადობის ელექტრონული მოწმობა. ასევე, თუ მათ სახელზე გაცემული პირადობის ელექტრონული მოწმობა გაუქმებულია, ან არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირის მიმართვის შემთხვევაში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილი პირი შვიდი სამუშაო დღის განმავლობაში მივა პენიტენციურ დაწესებულებაში და მსჯავრდებული (ბრალდებული) პირადობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად აუცილებელ ყველა პროცედურას ადგილზე გაივლის.

პირადობის ახალი მოწმობები საქართველოში 2011 წელს გამოჩნდა. მისი საშუალებით შესაძლებელია ადამიანის დისტანციურად, ინტერნეტის მეშვეობით იდენტიფიცირება, საქართველოში იურიდიული ძალის მქონე ელექტრონულ დოკუმენტებზე ციფრული ხელმოწერის გაკეთება.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლის ბოლოს საქართველოში 3 მილიონზე მეტი მოქალაქე ფლობდა ქაღალდის (ე.წ. ლამინირებული) პირადობის მოწმობას, დღევანდელი მონაცემით კი, პირადობის დამადასტურებელი თანამედროვე დოკუმენტი საქართველოს 2 850 000-ზე მეტ მოქალაქეს აქვს.

 

თემები:
საქართველოს პასპორტი (21)

მთავარი თემები