„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. სააქციო საზოგადოება  „თელასი" იუწყება, რომ 28 თბერვალს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ალექსეევკის დასახლების, სამხედრო დასახლების, ორხევის დასახლების, ქიზიყის, ენუქიძის, მამისაშვილის, ეკატერინე ბაღდავაძის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, პოლიციის, ჭიჭინაძის და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტვიშის, უშაკოვის, ყვარლის, ამირეჯიბის, მესხეთის, შალვა მშველიძის, მთისძირის, წალენჯიხის, მიქელაძის, გეზათის, მეტრომშენის, ტოლენჯის, რატილის და მეტეხის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ანაგის, გაგარინის, დარასელიას, კანდელაკის, შარტავას და კოსტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, II კვარტლების, ვაჟა-ფშველას გამზირის (ნაწილობრივ), ძოწენიძის, გამრეკელის და რამაზ ჩხიკვაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის მოედნის, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის, ოჟიოს, მიროტაძის, კოსტავას, იოსელიანის, ახალშენის, ბალანჩივაძის და დოლიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭვაძის გამზირის (ნაწილობრივ) და დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

 

ყველა ახალი ამბავი
0