თბილისში პარკირების წესის დარღვევისთვის შეიძლება ახალი ჯარიმები დაწესდეს

© Sputnik / Olga Kiknavelidzeსაგზაო ნიშნები
საგზაო ნიშნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
კანონპროექტი თბილისში პარკინგის წესების დარღვევისთვის სასჯელის გამკაცრებას და ახალი ჯარიმების დაწესებას ითვალისწინებს.

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. მმართველი პარტია  „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატები ზაზა გაბუნია, კობა ლურსმანაშვილი და გოჩა ენუქიძე  „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებების ინიცირებას, ორშაბათს დაგეგმილ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მოახდენენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

თბილისში პარკირების ახალი წესი ამოქმედდება>>>

კანონპროექტი თბილისში პარკინგის წესების დარღვევისთვის სასჯელის გამკაცრებას და ახალი ჯარიმების დაწესებას ითვალისწინებს. კერძოდ:

ნებართვის მქონე ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირება 50 ლარით დაჯარიმდება. ჯარიმის ასეთივე ოდენობას ითვალისწინებს ელექტრომობილებისთვის განკუთვნილ ადგილზე პარკირება;  ამასთან, სატრანსპორტო საშუალების გზაზე გაჩერება ან დგომა სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის გარეშე 100 ლარის ჯარიმას ითვალისწინებს; ცვლილებების მიხედვით, დედაქალაქის ტერიტორიაზე სხვა კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის განკუთვნილ პარკირების ადგილებზე სატვირთო ავტომობილის პარკირება 500 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს, ხოლო თბილისში პარკირების ადგილზე პარკირებული სატრანსპორტო საშუალების გამოყენება სამეწარმეო საქმიანობის მიზნით კი დაჯარიმდება 200 ლარით.

თბილისი - Sputnik საქართველო
რომელ ქუჩებზე დაწესდება პარკირების საათობრივი გადასახადი

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ 1 ივლისიდან თბილისში საპილოტე რეჟიმში ზონალურ-საათობრივი პარკირების წესი ამოქმედდება. საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება როგორც მობილური აპლიკაციის, ასევე ქუჩაში დამონტაჟებული გადახდის აპარატების მეშვეობით. შემოსული თანხა კი თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აკუმულირდება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას მოხმარდება, აღნიშნა მერმა.

დედაქალაქის მერის განმარტებით, პარკირების საფასური საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ პარკირებულ სატრანსპორტო საშუალებას არ შეეხება. რაც შეეხება ტაქსებს, მათთვის სხვადასხვა ადგილებში უკვე გამოყოფილია უფასო ექსკლუზიური სადგომები ქალაქის მასშტაბით. გარდა ამისა, ყველა ავტომობილი უზრუნველყოფილი იქნება დღეში ოთხი უფასო 15-წუთიანი პარკირებით.

ზონალურ-საათობრივი პარკირების წესი თბილისის საკრებულოს განსახილველად და დასამტკიცებლად უახლოეს მომავალში გადაეგზავნება. თუ რა იქნება ერთი საათის ღირებულება, ჯერჯერობით უცნობია.

ზონალურ-საათობრივი პარკირება – ეს არის მოდელი, რომელიც ევროპის ყველა განვითარებულ, განსაკუთრებით, გადატვირთულ ქალაქებში დიდი ხნის წინ დაინერგა. მერის განმარტებით, აღნიშნული სისტემა სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგების მიმართულებით ერთ-ერთ ქმედით საშუალებად მიიჩნევა. პირველი ქუჩა, სადაც ამოქმედდება ახალი წესი, კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) ქუჩა იქნება.

 

ყველა ახალი ამბავი
0