07:43 20 მაისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0630
  • 100 RUB4.2434
  • USD2.7424
საბავშვო ბაღი

მარტოხელა მშობლები პრივილეგიებით ისარგებლებენ

© Sputnik / STRINGER
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1057)
15510

თბილისში საბავშვო ბაღებში ბავშვთა  რეგისტრაციის პროცედურების გამარტივება სურთ

თბილისი,  21 თებერვალი  — Sputnik.  საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც მარტოხელა მშობლის სტატუსით სარგებლობენ, თბილისის საბავშვო ბაღებში ბავშვების დარეგისტრირებისას პრივილეგიით ისარგებლებენ, ნათქვამია საკრებულოს განცხადებაში. 

შესაბამისი ინიციატივა თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილმა დააყენა. სახელმწიფო საბავშვო ბაღებში ადგილების დეფიციტი თბილისის მარადიული პრობლემაა. ქალაქში ყოველწლიურად აშენებენ ახალ საბავშვო ბაღებს, თუმცა, საკმარისი მაინც არ არის.

 „მარტოხელა მშობლისთვის დამატებითი სოციალური გარანტიის მიცემა შესაბამისი სტატუსის მქონე პირის ბავშვებისთვის რეგისტრაციის პროცედურების ხელშეწყობასა და გამარტივებაში გამოიხატება, რასაც  მუნიციპალურ სამართლებრივ აქტებშიც ავსახავთ“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

თბილისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაცია ორ ეტაპად ტარდება. პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გადის  თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები, იმ ოჯახების ბავშვები, რომელთა შვილი (შვილები) სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით, ასევე 2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები. 

თუ ტალიაშვილის ინიციატივას მხარს დაუჭერენ, მაშინ ამ წლიდან აღნიშნულ სიას მარტოხელა მშობლების შვილებიც დაემატება.

მარტოხელა დედის ან მამის სტატუსი ენიჭება პირს, რომელსაც 18 წლამდე ასაკის შვილი ჰყავს და ბავშვის დაბადების მოწმობაში მეორე მშობელი მითითებული არაა, ასევე მას, ვინც ბავშვის დაბადებისას ქორწინებაში არ იმყოფებოდა.

საქართველოში მარტოხელა მშობლების დახმარების სოციალური პროგრამები არ არსებობს. თუმცა, ისინი თავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადისგან იმ შემთხვევაში, თუ შემოსავალი 3 ათას ლარს არ აღემატება.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში მარტოხელა მშობლის სტატუსი 2,3 ათასზე მეტ ადამიანს აქვს მინიჭებული.

 

თემები:
თბილისი დღეს (1057)

მთავარი თემები