მძღოლები, რომლებსაც ავარია არ დაუფიქსირდებათ, შეღავათებით ისარგებლებენ

© photo: Sputnikგმირთა მოედანი
გმირთა მოედანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კანონის მიღების შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებისთვის სავალდებულო დაზღვევა 1 ივლისიდან ამოქმედდება.

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. ავტომფლობელი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევას არ გამოიწვევს, ნაკლებ სადაზღვევო პრემიას გადაიხდის, იუწყება ტელეკომპანია Imedi დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილის ირაკლი თუთარაშვილის განცხადებაზე დაყრდნობით.

მძღოლები ვალდებული იქნებიან, საკუთარი სამოქალაქო პასუხისმგებლობა დააზღვიონ>>>

პარლამენტში საკომიტეტო მოსმენა გაიარა კანონპროექტმა „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ", რომლის მიღების შემთხვევაში 2019 წლის 1 ივლისიდან ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებული იქნება შეიძინოს დაზღვევის პოლისი.

ტექდათვალიერების ცენტრი - Sputnik საქართველო
ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების წესები, შესაძლოა, ოდნავ შემსუბუქდეს

ამ კანონით მზღვეველი ვალდებული იქნება აანაზღაუროს მატერიალური ზიანი, რომელიც დაეკისრება ავტომანქანის მფლობელს ან მძღოლს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას ან მისი მონაწილეობით დაზარალებულის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონებისთვის მიყენებულ ზიანზე.

ირაკლი თუთარაშვილის განცხადებით, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში იმ ავტომფლობელებს, რომლებიც წლის განმავლობაში რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევას გამოიწვევენ, მესამე პირის სავალდებულო სადაზღვევო პაკეტის შეძენა გაცილებით ძვირად მოუწევთ.

მეორე მხრივ, კანონპროექტი ე.წ. „ბონუს-მალუს" სისტემის შემოღებას ითვალისწინებს ამოქმედებიდან სამი წლის შემდეგ.

„კანონპროექტით გათვალისწინებულია სადაზღვევო პაკეტის წლიური ღირებულების ქვედა და ზედა ზღვარი. „ბონუს-მალუს" სისტემის მიხედვით კი, თუ, მაგალითად, მსუბუქი ავტომობილის მძღოლისთვის სადაზღვევო პაკეტის წლიური ღირებულება 100-დან 150-ლარამდეა, კანონმორჩილმა მძღოლმა, შესაძლოა, 100 ლარზე ბევრად ნაკლები გადაიხადოს, ე.წ. ცუდი მძღოლების სადაზღვევო პრემია კი 150 ლარზე ძვირი ეღირება", – განაცხადა ირაკლი თუთარაშვილმა.

კანონპროექტის მიხედვით, სავალდებულო დაზღვევის ფასები სატრანსპორტო საშუალების კატეგორიების მიხედვით განისაზღვრება და ასეთია: მოტოციკლისთვის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია – წელიწადში 75–110 ლარი; მსუბუქი ავტომობილისთვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ათას კგ-ს, ხოლო დასაჯდომი ადგილების რაოდენობა (გარდა მძღოლის ადგილისა) 8-ს არ აღემატება – 100–150 ლარი; ავტობუსისთვის, რომლის დასაჯდომი ადგილების რაოდენობა (გარდა მძღოლის ადგილისა) 8-ს აღემატება – 160-240 ლარი; სატვირთო ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ათას კგ-ს აღემატება – 210-310 ლარი; მისაბმელისათვის – 50-75 ლარი; სასოფლო-სამეურნეო მანქანისთვის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანისთვის – 60-90 ლარი.

ტექდათვალიერების ერთ-ერთი ცენტრი - Sputnik საქართველო
ავტომობილებს, რომლებსაც ტექდათვალიერება არ გაუვლიათ, „ჭკვიანი" კამერები დააჯარიმებს

კანონით ასევე განსაზღვრულია ჯარიმის ოდენობა, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის გარეშე გადაადგილებისთვის დაეკისრება მძღოლს. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შევა.

სავალდებულო დაზღვევის შეძენა შესაძლებელი იქნება მზღვეველთან, დაზღვევის აგენტის ან სადაზღვევო ბროკერის მეშვეობით, ელექტრონულ-ტექნიკური გადახდის საშუალებით.

 

ყველა ახალი ამბავი
0