ჩაფხუტი თუ „რუმიანა" – რა სიურპრიზი ელოდებათ მრავალშვილიან დედებს მთაწმინდაზე

გამოწერა
ავტორბოლაში მთაწმინდის რაიონში მცხოვრები 15 მრავალშვილიანი დედა მიიღებს მონაწილეობას.

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. ავტოსპორტის მოყვარული მრავალშვილიანი დედების ავტორბოლა გაიმართება თბილისის მთაწმინდის რაიონში, რომელიც დედის დღეს მიეძღვნება, ნათქვამია „საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების" ვებ-გვერდზე.

ღონისძიების მიზანი გზებზე უსაფრთხოების გაზრდა და ახალბედა მძღოლების უნარების ამაღლებაა.

თბილისი-მარათონი - Sputnik საქართველო
თბილისში სიყვარულის მარათონი ჩატარდება: 100 კმ გარბენი სიყვარულის სახელით

მთაწმინდის რაიონის ადმინისტრაციამ ღონისძიების გამართვაზე ტენდერი გამოაცხადა. ამ დროისთვის დაინტერესება "საქართველოს ქალთა ავტოსპორტის ფედერაციამ" გამოხატა. ავტორბოლისთვის ადგილობრივმა ხელისუფლებამ 14,1 ათას ლარზე მეტი გამოყო.

ერთდღიანი ავტორბოლა უნდა გაიმართოს არაუგვიანეს 8 მარტისა.

მონაწილეები სტარტს თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიიდან აიღებენ. ღონისძიებაზე საზეიმო განწყობას 12-კაციანი ორკესტრი უზრუნველყოფს.

შეჯიბრის პირობების თანახმად, მონაწილეებმა მინიმალურ დროში უნდა დაფარონ არანაკლებ 1 კილომეტრი. თითოეული ავტომობილის ეკიპაჟი ორი ადამიანისგან იქნება შემდგარი – პროფესიონალი მძღოლი და მოყვარული, კონკრეტულად კი მთაწმინდის რაიონში მცხოვრები მრავალშვილიანი დედა. რბოლამდე 15 ქალი კვალიფიციურ წვრთნას გაივლის.

ღონისძიების დასასრულს ავტორბოლის ყველა მონაწილეს გადაეცემა საჩუქრები – სხვადასხვა პარფიუმერული მაღაზიის ვაუჩერები, ყვავილები და სიგელები.

 

ყველა ახალი ამბავი
0