გახდება თუ არა ქართული სიყვარულის ისტორია „დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმის" კუთნილება

© photo: Museum of Broken Relationships / FB"დამსხვრეული ურთიერთოების მუზეუმი"
დამსხვრეული ურთიერთოების მუზეუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოდან ყველა მსურველს შეუძლია საკუთარი დაკარგული სიყვარულის ისტორიის ამსახველი ფოტო-ვიდეოკადრები თუ ნივთები მუზეუმს გადასცეს.

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. ხორვატიული „დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმის" (Museum of Broken Relationships) ცნობილი კოლექცია საქართველოს პირველად ეწვევა – უჩვეულო ექსპონატებს თავიდან თბილისი, შემდეგ კი ბათუმი უმასპინძლებს.

თბილისში, შესაძლოა, ნიკო ფიროსმანის თანამედროვე მუზეუმი აშენდეს>>>

„დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმი" ხორვატიაში, ქალაქ ზაგრებში მდებარეობს. მასში თავმოყრილია დაკარგული სიყვარულისა და ადამიანებს შორის გაწყვეტილი ურთიერთობების დამადასტურებელი მტკიცებულებები, იუწყება პორტალი Marketer.

ამ ტიპის მუზეუმის შექმნის იდეა კერძო დრამის გამო გაჩნდა – ორი ზაგრებელი მხატვრის ოლინკა ვიშტიცისა და მისი იმდროინდელი პარტნიორის დრაჟენ გრუბიშიკის დაშორების გამო. ურთიერთობის ბედნიერი წუთების მოსაგონებლად წყვილმა ზოგიერთი მტკიცებულების შენახვა და საზოგადოების თვალსაწიერზე გამოტანა გადაწყვიტა. დროთა განმავლობაში კოლექცია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ყოფილი წყვილების ახალი ექსპონატებით შეივსო.

„დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმში" შეიძლება იხილოთ ფოტოები, წერილები, დოკუმენტები, აუდიო-ვიდეოჩანაწერები, ასევე ყოფილი შეყვარებულების სხვადასხვა ნივთები. თითოეულ ექსპონატს ინგლისურ და ხორვატიულ ენებზე თან ერთვის კონკრეტული ისტორიის აღწერა.

მაიმუნი სარკეში ცქერისას - Sputnik საქართველო
თბილისში ილუზიის მუზეუმი გაჩნდება

აღსანიშნავია, რომ 2007 წლიდან უჩვეულო მუზეუმი სტუმრობდა სერბეთს, ბოსნია–ჰერცეგოვინას, გერმანიას, აშშ-ს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას და სხვა ქვეყნებს. 2010 წლიდან მუზეუმმა საფუძვლიანად დაიდო ბინა ქალაქ ზაგრებში, 2011 წელს კი იგი დაჯილდოვდა ორიგინალობისთვის სპეციალური პრემიით „წლის ევროპული მუზეუმი".

საქართველოს დედაქალაქში ხორვატიული მუზეუმის გამოფენა 11 აპრილიდან 15 აპრილამდე ბეთლემის ქუჩის №10-ში დაიდებს ბინას, ბათუმი კი მას 15 ივნისი - 15 სექტემბრის პერიოდში უმასპინძლებს. თუ სად გაიმართება გამოფენა ბათუმში, მოგვიანებთ გახდება ცნობილი.

მუზეუმის წესების თანახმად, ამა თუ იმ ქვეყანაში გამგზავრებამდე მუზეუმის კოლექცია ახალი ექსპონატებით ივსება. ამასთან დაკავშირებით 14 თებერვლიდან 20 მარტამდე ნებისმიერ მსურველს შეუძლია „დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმს" საკუთარი დაკარგული სიყვარულის დამადასტურებელი ნივთები „შესწიროს". ასე რომ, ქართულ ექსპონატებს, გატეხილი გულების სხვა ისტორიებთან ერთად, შეუძლიათ იმოგზაურონ მსოფლიოს ირგვლივ.

საკუთარი ისტორიისა და სასიყვარულო ექსპონატის გაზიარება შეიძლება ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ამისთვის საჭიროა სპეციალური ფორმის შევსება და სურათებისა და ნივთების გაგზავნა.

საქართველოში სულ 80 ექსპონატი იქნება გამოფენილი, რომელთაგანაც 25 ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ იქნება წარმოდგენილი.

როგორც პროექტის ქართველი მონაწილეები (მარკეტინგული სტუდია „სარკე") აღნიშნავენ, ამ ტიპის მუზეუმის საქართველოში სტუმრობა პირველ რიგში დაკავშირებულია სურვილთან, რომ მოსახლეობამ მუზეუმთან ურთიერთობის ახალი მოდელი დაინახოს.

 

ყველა ახალი ამბავი
0