14:24 23 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2357
  • 100 RUB4.5779
  • USD2.8831
პარლამენტი

დაურეგისტრირებელი მიწის გამოყენებისთვის დაჯარიმდებით: ვის რა სასჯელი ელოდება

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1167)
264 0 0

თუ სამართალდამრღვევი პირის ვინაობა ვერ დგინდება, უფლებამოსილ ორგანოს უფლება ექნება, სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი ზომები მიიღოს.

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა ადმინისტრაციული წესით დასჯადი გახდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შედის, რომლის ინიცირება საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

„არა უცხოელებზე მიწების მიყიდვას!" – თბილისში აქციაზე იუსტიციის სახლის შესასვლელი დაბლოკეს>>>

ინიციატივის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 ათასი ლარით. თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება განმეორებით, ეს გამოიწვევს დაჯარიმებას 2 ათასი ლარით.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ თუ სამართალდამრღვევი პირის ვინაობა ვერ დგინდება, უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი ზომები მიიღოს.

კანონპროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ზაზა გაბუნია, გიორგი კახიანი, მერაბ ქვარაია და კობა ლურსმანაშვილი არიან.

ახალი რეგულაციები თბილისის მუნიციპალიტეტს არ ეხება. მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფოს საკუთრებაში, ასევე თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უნებართვო დაკავება დაჯარიმებას ითვალისწინებს. კერძოდ, თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა ჯარიმდება 2 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით ჩადენილი იმავე ქმედებისთვის – 3,5 ათასი ლარით.

ამჟამად კი თბილისის გარდა სხვა მუნიციპალიტეტებს ამგვარ სამართალდარღვევებზე რეაგირებისა და ჯარიმების გამოყენების შესაძლებლობა არ გააჩნიათ.

 

თემები:
თბილისი დღეს (1167)

მთავარი თემები