გურანდა გაბუნიას დღეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ

© photo: courtesy of Guranda Gabuniaგურანდა გაბუნია
გურანდა გაბუნია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსახიობი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. კინოსა და თეატრის ცნობილ ქართველ მსახიობს, სახალხო არტისტს გურანდა გაბუნიას დიდუბის პანთეონში მეუღლის ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დღეს დაკრძალავენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოს პირველი პირები გურანდა გაბუნიას ოჯახს უსამძიმრებენ>>>

მსახიობს მარჯანიშვილის თეატრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ.

გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

გურანდა გაბუნია - Sputnik საქართველო
გურანდა გაბუნია გარდაიცვალა

გურანდა გაბუნია 1938 წლის 26 აგვისტოს დაიბადა. 1960 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. ცეკვავდა რამიშვილისა და სუხიშვილის ხალხური ცეკვის აკადემიურ ანსამბლში, მუშაობდა რუსთაველის თეატრში, რუსთავის ახალგაზრდულ თეატრში, თბილისის ახალგაზრდულ თეატრში. 1975 წლიდან მარჯანიშვილის დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობი იყო.

მსახიობის თეატრალური როლებიდან ცნობილია ასმათი (რ. თაბუკაშვილის  „რას იტყვის ხალხი"), ბარონესა (გ. გორინი  „ბარონი მიუნჰაუზენი"), ემილია (უ. შექსპირის  „ოტელო"), გონერილია (უ.შექსპირის  „მეფე ლირი").

ნათამაშები აქვს 20-მდე ქართულ ფილმში, მათ შორის „თოჯინები იცინიან", „მზე შემოდგომისა", „დათა თუთაშხია", „თბილისი ჩემი სახლია" და ა.შ.

გურანდა გაბუნიას მიღებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. 1997 წელს გახდა ფოთის საპატიო მოქალაქე. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი.

გურანდა გაბუნია ცნობილი ქართველი მსახიობის ოთარ მეღვინეთუხუცესის მეუღლე იყო. ისინი ერთად 56 წლის განმავლობაში იყვნენ. ოთარ მეღვინეთუხუცესი 2013 წელს გარდაიცვალა 81 წლის ასაკში.

 

ყველა ახალი ამბავი
0