ნიჭიერ მოსწავლეებს თბილისში რომანების წერას შეასწავლიან

© photo: Sputnik / Stringerთბილისური „წიგნის დღეები"
თბილისური „წიგნის დღეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისელ მოსწავლეებს თანამედროვე ქართველი წარმატებული მწერლებისგან სწავლის საშუალება ექნებათ

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. თბილისის მწერალთა სახლმა სკოლის მოსწავლეებისთვის ლიტერატურული და შემოქმედებითი წერის სახელოსნოში მისაღებად კონკურსი გამოაცხადა, ნათქვამია მწერალთა სახლის განცხადებაში.

სახელოსნოში მიიღებენ 13-15 წლის მოსწავლეებს, რომლებსაც აინტერესებთ მხატვრული ლიტერატურა.

სახელოსნოს გაუძღვებიან მწერალი, დრამატურგი, პრემია „საბას" ლაურეატი დავით გაბუნია და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი თორნიკე ჭელიძე.

„სახელოსნოში მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად წაიკითხავენ და განიხილავენ წიგნებს, გაეცნობიან ლიტერატურული ჟანრების წარმოშობის ისტორიას და თავისებურებებს, დაწერენ ესეებს, იმუშავებენ საკუთარ მხატვრულ ტექსტებზე და ა. შ.", - აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.

პრემია „საბა“ - Sputnik საქართველო
საქართველოს მთავარმა ლიტერატურულმა პრემია „საბამ“ საპრიზო ფონდი გაზარდა

როგორც მწერალთა სახლში აღნიშნავენ, ყოველკვირეული გაკვეთილები სახელოსნოში პრაქტიკული ხასიათისა იქნება - დავალებებითა და მრავალფეროვანი სავარჯიშოებით, რაც წერის უნარების განვითარებას მოემსახურება.

სასწავლო წლის ბოლოს სახელოსნოს მოსწავლეები მწერალთა სახლში საკუთარი ესეებისა და მხატვრული ტექსტების წარდგენას შეძლებენ. სწავლა 1 მარტს დაიწყება და ივნისის ბოლოს დასრულდება. შემდეგ სასწავლო წელს კი ოქტომბერში განახლდება.

სახელოსნოში ბავშვებს კონკურსის წესით მიიღებენ. დაინტერესებულმა მოსწავლეებმა უნდა გააგზავნონ 300-სიტყვიანი ესე თემაზე „ჩემი საყვარელი წიგნი". ნაწერები უნდა გაიგზავნოს 2019 წლის 22 თებერვლამდე ელექტრონულ ფოსტაზე nbekishvili@writershouse.ge.

ყველა ახალი ამბავი
0