„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. სააქციო საზოგადოება  „თელასი" იუწყება, რომ 29 იანვარს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

მთაწმინდის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მერტო "რუსთაველი"-ს მიმდებარე ტერიტორიის, რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ძმები კაკაბაძეების, ზანდუკელის, ბარნოვის, კოსტავას, ჭოველიძის, ხოშტარიას, გოგებაშვილის, კერესელიძის, ბელინსკის და გუნიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მთაწმინდის, კოტეტიშვილის, ჩიტაძის, ბესიკის, კირილე უკლებას, ყიფიანის, ბათუ კრავეიშვილის, ინგოროყვას, მესხის, ძმები ზუბალაშვილების, ვახტანგ მოსიძის, არსენას, ჭონქაძის და ვეძინის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, კონსტანტინე ლესელიძის და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო "სამგორი"-ს მიმდებარე ტერიტორიის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ალადაშვილის, მარტყოფის, ნასაკირალის, დმანისის, იუსტინე აბულაძის, მთავარანგელოზის, მახათას, კონსტანტინე ერისთავის და მეველეს ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II კვარტლის, გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და აკაკი ბაქრაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:0 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), საირმის, საბურთალოს, სულხან ცინცაძის, გამრეკელის, კუტუზოვის, შმიდტის, ბურძგლას და ბახტრიონის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიხეილ თამარაშვილის, კარტოზიას, ანტონოვსკაიას, ზაქარიაძის და ასათიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0