„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

© photo: Sputnik / Stringerთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 28 იანვარს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ფალიაშვილის, მოსაშვილის და მიშველაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნიკო ნიკოლაძის, ქიაჩელის, კოსტავას, მელიქივილის და თვალჭრელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო "ახმეტელი"-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის "ა", II მიკრორაიონების, ხიზანიშვილის, ქერჩის, ფორე მოსულიშვილის და აკაკი ვასაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრის (ნაწილობრივ) და სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), წყალტუბოს, მირცხულავას და აგლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III მიკრორაიონის, პეტრიწის, მეფე მირიანის და სტრაბონის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), გივი კარტოზიას, მიხეილ თამარაშვილის, ანტონოვსკაიას, უნივერსიტეტის, ზაქარიაძის და ასათიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) და ვარკეთილის III მასივის IV კვარტლის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩახრუხაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0