თბილისში განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

გამოწერა
ცხრა წლის განმავლობაში ღონისძიება განათლების სექტორში მთავარ მოვლენად იქნა.

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. განათლების მეცხრე საერთაშორისო გამოფენა IEFG 2019 თბილისის საგამოფენო ცენტრ ExpoGeorgia-ში 22-23 თებერვალს გაიმართება, ნათქვამია საგამოფენო ცენტრის ვებ-გვერდზე.

ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
თამაში იწყება – ყველაზე ორიგინალური პარტია ახალ პროექტს იწყებს

გამოფენისადმი ინტერესი, რომელიც 2010 წელს დაარსდა, ყოველწლიურად იზრდება. მან შეძლო განათლების სფეროში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ, მრავალმხრივ და ინფორმაციულ ღონისძიებად გამხდარიყო.

გამოფენას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათასობით დამთვალიერებელი ჰყავს.

გამოფენის მიზანია განათლების სფეროში დაგეგმილი სიახლეებისა და პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთში. ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტი უნივერსიტეტი ქართველ სტუდენტებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს სთავაზობს.

ორგანიზატორების მონაცემებით, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში 140 ათასამდე სტუდენტია, ქვეყნის სკოლებში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი სწავლობს, ხოლო ყოველწლიურად აბიტურიენტი საშუალოდ დაახლოებით 40 ათასი ადამიანი ხდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0