21:37 21 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2956
  • 100 RUB4.6553
  • USD2.9776
მომხმარებლები სურსათის მაღაზიაში

ქართველი მომხმარებელი პროდუქტის შესახებ მეტ ინფორმაციას მიიღებს

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ადამანის უფლებები საქართველოში (24)
15120

საქონლის ეტიკეტზე არ უნდა იყოს დატანილი არანაირი მითითება პროდუქტის სამკურნალო თვისებების შესახებ, თუმცა აუცილებელია ინფორმაციის მითითება ალერგიის გამომწვევი ნივთიერებების შესახებ

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. 2019 წლის 1 მარტიდან გაფართოვდება სავალდებულო ინფორმაციის სია, რომელიც კვების პროდუქტების ეტიკეტზეა დატანილი, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

კვების პროდუქტების რეალიზების წესების თანახმად, ნებისმიერ საქონელს, რომელიც განკუთვნილია მომხმარებლებისა თუ საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის, ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისი ინფორმაცია უნდა გააჩნდეს.

რას ვჭამთ: როგორ ამოვიცნოთ ფალსიფიცირებული პროდუქტები >>

კვების პროდუქტების ეტიკეტირების წესების შესახებ ახალი ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, განისაზღვრა ეტიკეტზე წარმოდგენილი ინფორმაციის შრიფტი, ზომა და ფორმა. შრიფტი უნდა იყოს მკაფიო, გასაგები და თვალსაჩინო ადგილზე წარმოდგენილი. ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია არ უნდა იყოს გადაფარებული წარწერებით, გრაფიკული გამოსახულებებით ან სხვა მასალებით.

თუ მწარმოებელი ალერგიის გამომწვევ ნივთიერებებსა ან პროდუქტს იყენებს, ჩამონათვალში სხვა ინგრედიენტებთან ერთად ის გამოყოფილი უნდა იყოს შრიფტით, ფონით, სტილით, ფერით.

გარდა ამისა, განისაზღვრა მოთხოვნები საკვებ და ენერგეტიკულ ღირებულებასთან დაკავშირებით (საკვები ნივთიერებების, ვიტამინებისა და მინერალების მითითება).

პროდუქტის შესახებ ინფორმაციაში არ უნდა იყოს დატანილი არანაირი მითითება პროდუქტის სამკურნალო თვისებების შესახებ (ბუნებრივი მინერალური წყლებისა და განსაკუთრებული კვებითი პროდუქტების გარდა). მწარმოებელი ასევე ვალდებული იქნება ეტიკეტზე პროდუქტის სუფთა წონა მიუთითოს.

პროდუქტზე ინფორმაციის დატანის პასუხისმგებლობა ეკისრება უშუალოდ ბიზნესოპერატორს, მათ შორის იმპორტიორს.

რას ვჭამთ: ხილ-ბოსტნეული ნიტრატებზე შეამოწმეს >>

იმისათვის, რომ კომპანიებმა და კვების პროდუქტების მწარმოებლებმა ახალი რეგულაციები დაიცვან, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მთელი ქვეყნის მასშტაბით შეხვედრებს გამართავენ.

კანონმდებლობის თანახმად, სურსათის ეტიკეტირების წესების დარღვევა 400 ლარის ოდენობის ჯარიმით ისჯება, ხოლო წლის განმავლობაში განმეორებითი ქმედების შემთხვევაში ჯარიმა სამმაგდება და 1200 ლარს შეადგენს.

თემები:
ადამანის უფლებები საქართველოში (24)

მთავარი თემები