თბილისსა და ვილნიუსს პირდაპირი ავიარეისები დააკავშირებს

© photo: Sputnik / Stringer Airzena Georgian Airways
 Airzena Georgian Airways  - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსა და ლიეტუვას დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიარეისები 2 აპრილიდან დაიწყება და კვირაში სამჯერ – ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება.

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. აპრილიდან ვილნიუსი–თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები შესრულდება, განაცხადა ლიეტუვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა საულიუს სკვერნელისმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას ეწვევა

საქართველოს პრემიერი მამუკა ბახტაძე ლიეტუვას ოფიციალური ვიზიტით 21 იანვარს ეწვია.

როგორც ლიეტუვას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ავიარეისები ორ ქვეყანას შორის ბიზნეს-კავშირებისა და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„ეს ხელს შეუწყობს ტურიზმისა და ბიზნეს-კავშირების განვითარებას. ჩვენი ურთიერთობები სამაგალითოა. ამასთან, ვფიქრობთ, შესაძლებელია კიდევ უფრო მეტად გავააქტიუროთ ეკონომიკური თანამშრომლობა", – განაცხადა საულიუს სკვერნელისმა.

თბილისი-ვილნიუსის საჰაერო ხაზზე ოპერირებას ქართული ავიაკომპანია Georgian Airways განახორციელებს. ავიაკომპანიის ცნობით, საქართველოსა და ლიეტუვას დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიარეისები 2 აპრილიდან დაიწყება და კვირაში სამჯერ – ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0