რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა დროებით შეცვლილი გრაფიკით იმუშავებს

© Sputnik / Alexander Imedashviliრიყე-ნარიყალა
რიყე-ნარიყალა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბაგირო გზის სამუშაო განრიგის ცვლილების მიზეზი გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოებია

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა 22-23 იანვარს მგზავრებს შეცვლილი გრაფიკით მოემსახურება, აღნიშნულია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საბაგირო - Sputnik საქართველო
საქართველოში ყველაზე გრძელი საბაგირო გაიხსნა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს 22-23 იანვარს შეცვლილი გრაფიკით,14:00-დან 22:00 საათამდე პერიოდში მოემსახურება.

საბაგირო გზის სამუშაო განრიგის ცვლილების მიზეზი გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოებია.

კომპანია მგზავრებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის.

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა, რომელიც ევროპის პარკსა და ნარიყალას ციხეს აკავშირებს, თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტს 2012 წლის ივნისიდან შეემატა. საბაგირო გზის სიგრძე 500 მეტრია და შვიდ გონდოლას მოიცავს. თითოეული მათგანი შემინულია, ხოლო ერთი სრულიად გამჭვირვალე. საბაგირო მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. საბაგირო დღეში საშუალოდ 2,5 ათას მგზავრს ემსახურება.

 

ყველა ახალი ამბავი
0