მამუკა ბახტაძე: ვალების ჩამოწერის პროექტი წარმატებით დასრულდა

© photo: Sputnik / Stringerსწრაფი ჩარიცხვის აპარატი
სწრაფი ჩარიცხვის აპარატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კრედიტების განულების აქციაში მონაწილეობა მიიღო 52–მა ბანკმა, საკრედიტო ორგანიზაციამ და კოლექტორულმა კომპანიამ

თბილისი,  18 იანვარი — Sputnik.  პრობლემური სესხების ჩამოწერის პროგრამა წარმატებით დასრულდა, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე.

საქართველოში 10 დეკემბრიდან სპეციალური პროექტი ამოქმედდა, რომელიც „შავ სიაში“ შესული მოქალაქეებისთვის ვალების ჩამოწერას ეხებოდა. ამ პროექტის შედეგად, 609,5 ათასზე მეტ მოქალაქეს 1,4 მილიონი ლარი ჩამოეწერა. ჯამური დავალიანების თანხა ოთხ მილიარდ ლარზე მეტი იყო. 

ივანე მაჭავარიანი - Sputnik საქართველო
ფინანსთა მინისტრი: ამ დროისთვის 4 მილიარდ ლარამდე სესხია განულებული

ვალები ჩამოეწერათ იმ პირებს, ვისაც კრედიტი მის განულებამდე მინიმუმ ერთი წლით ადრე ჰქონდათ აღებული და პროცენტი არც ერთხელ არ გადაუხდია; ასევე თუ აღებული კრედიტის ძირითადი ოდენობა პროცენტებისა და ჯარიმების გარეშე 2 ათას ლარს არ აღემატებოდა.
„მთავრობამ კეთილსინდისიერად შეასრულა დანაპირები და მოალაქეების დიდი  ნაწილი ახალ წელს ვალების გარეშე შეხვდა“, – განაცხადა ბახტაძემ.

აღნიშნული სოციალური პროექტი „ქართუ ბანკის“ დახმარებით განხორციელდა და 15 იანვრამდე მოქმედებდა. აღნიშნულმა ბანკმა სხვადასხვა ფინანსური ორგანიზაციებიდან და ბანკებიდან პრობლემური სესხები შეისყიდა.

 „სამწუხაროდ, პროექტს მიღმა დარჩა საფინანსო ორგანიზაციების მცირე ნაწილი. ჩვენ შეგვიძლია, მათ მოვუწოდოთ, ასეთ შემთხვევაში თავად გაუწიონ შეღავათები მსესხებლებს ისევე, როგორც რამდენიმე ორგანიზაციამ ეს უკვე დააანონსა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამასთნ, 1 იანვრიდან საქართველოში კრედიტების გაცემის პროცედურა გამკაცრდა. ბანკები და საფინანსო ორგანიზაციები დეტალურ ანალიზს ჩაატარებენ კრედიტის აღების მსურველი მოქალაქის ფინანსური მდგომარეობის შესახებ.

ყველა ახალი ამბავი
0