საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა

გამოწერა
თბილისის შემოვლით გზაზე იკრძალება სატვირთო ავტომანქანების გადაადგილება.

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ინტენსიური თოვის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო ზოგიერთ რეგიონში საავტომობილო გზებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 45-65-ე კილომეტრამდე მონაკვეთი (სოფ. იგოეთთან) ამინდის გაუარესების გამო მოყინულია და ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ.

შემთხვევის ადგილი - Sputnik საქართველო
იგოეთთან ერთმანეთს 20-ზე მეტი ავტომობილი შეეჯახა

„შესაბამისი სამსახურების მიერ ინტენსიურად მიმდინარეობს გზის საფარზე ტექნიკური მარილის დაყრა და გაწმენდითი სამუშაოები. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მძღოლებს ადგილზე საგზაო მოძრაობის არსებული მდგომარეობის შესახებ აწვდიან ინფორმაციას“, - აღნიშნულია სამინისტროს ვებგვერდზე.

 საპატრულო პოლიციის რეკომენდაციით, ამ მონაკვეთებზე გადაადგილება რეკომენდებულია ზამთრის საბურავებით და დაბალი სიჩქარით.

ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია გუდაური (ფოსტა) - კობის მონაკვეთზე და ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე, 0

უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და მაქსიმალურად დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები.

 

ყველა ახალი ამბავი
0