„ნუ იქნები შემდეგი“ - თბილისის საკრებულოსთან არასამთავრობოებმა აქცია გამართეს

© Sputnik / Ilya Pitalevძაღლები
ძაღლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის მონაწილეებმა რამდენიმე დღის წინ მომხდარი ძალადობის ფაქტი გააპროტესტეს

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. ცხოველთა უფლებადამცველებმა თბილისის საკრებულოსთან აქცია „ნუ იქნები შემდეგი“ გამართეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

არსებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა რამდენიმე დღის წინ მომხდარი ფაქტი გააპროტესტეს. საუბარია 18 წლის გოგონაზე, რომელიც შეესწრო ფაქტს, როგორ ურტყამდა ქალი კატას თავში ბლაგვ საგანს. ახალგაზრდა გოგო ცხოველს გამოესარჩლა, რის შემდეგაც ქალმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აქციის მონაწილეები მის დასჯას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების მოთხოვნაა ქვეყანაში უფრო მეტად იყოს დაცული ცხოველთა უფლებები.

ცხოველთა დამცველების აქცია თბილისში - Sputnik საქართველო
ძაღლის სასტიკი მკვლელობის გამო თბილისის ცენტრში ახალგაზრდობამ აქცია გამართა

თბილისში სამი დღის წინაც გაიმართა ცხოველთა უფლებების მხარდასაჭერი აქცია. რამდენიმე ათეული ახალგაზრდა შეიკრიბა თბილისში პარლამენტის წინ და ცხოველების წამებისთვის სასჯელის გამკაცრება მოითხოვა.

აქციის ჩატარების მიზეზი გახდა საშინელი ამბავი, რომელმაც Facebook-მომხმარებლები შოკში ჩააგდო. ბელიაშვილის ქუჩაზე არასრულწლოვანმა გოგონამ ბუნკერთან ტომარაში ჩაგდებული ძაღლი აღმოაჩინა, რომელიც სისხლისგან იცლებოდა. მოგვიანებით ახალგაზრდების ჯგუფმა ცხოველი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ვეტერინალურ განყოფილებაში მიიყვანა. გაირკვა, რომ ძაღლს თავი ნაჯახით ჰქონდა გახეთქილი. ვეტექიმის მცდელობის მიუხედავად ძაღლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მოქმედი კანონმდებლობა, კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი („ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობა, რომელმაც მათი სიკვდილი ან დასახიჩრება გამოიწვია, ასევე ცხოველების წამება“) ითვალისწინებს ჯარიმას ან გამოსასწორებელ სამუშაოებს ერთი წლის ვადით. იგივე ქმედება, რომელიც პირთა ჯგუფის მიერ არის ჩადენილი, არაერთხელ ან მცირეწლოვანთა თანდასწრებით, ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0