თბილისის მიწისქვეშა გადასასვლელები არტ-ობიექტებად გადაიქცევა

© Sputnik / Vladimir Umikashviliგმირთა მოედანი
გმირთა მოედანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში 55 მიწისქვეშა გადასასვლელია და აქედან რამდენიმე ახალგაზრდა მხატვრებს დაეთმობა

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. თბილისის მერია ახალგაზრდა მხატვრებს შემოქმედებითი საქმიანობისთვის ქალაქის მიწისქვეშა გადასასვლელებში ადგილს გამოუყოფს, ნათქვამია კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განცხადებაში.

სტრიტ-არტი თბილისის ქუჩებში: მერია ახალ პროექტს იწყებს>>>

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა მოთხოვნა უნდა გააგზავნონ ელ.ფოსტაზე paintfreezone@gmail.com-ზე. ესკიზებს პროექტის საორგანიზაციო ჯგუფი განიხილავს, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მოთხოვნის შესვლიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღეში.

გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელი - Sputnik საქართველო
გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელი ახალ სიცოცხლეს შეიძენს

შეფასების კრიტერიუმები: „არა პოლიტიკა", „არა რელიგია", „არა რეკლამა". ამასთან, ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ესკიზები მაქსიმალურად ობიექტურად შეფასდება.

პროექტში გამარჯვებულებს უფასოდ გადაეცემათ სამუშაო მასალა.

2017 წლის დასაწყისში, ვიდრე მერის უფლებამოსილების აღსრულებას შეუდგებოდა, თბილისის არჩეულმა მერმა კახა კალაძემ გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელი მოინახულა, სადაც იმ დროისთვის გაუსაძლისი ვითარება იყო. კალაძის დავალებით მიწისქვეშა გადასასვლელი დაასუფთავეს, დაამონტაჟეს განათება და ტერიტორიის გასალამაზებლად სტრიტ-არტის მხატვრები მოიწვიეს. მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვაზე რამდენიმე კვირის განმავლობაში 30-მდე მხატვარმა იზრუნა. მაშინ კალაძემ პირობა დადო, რომ ქუჩის მხატვრების წყალობით დედაქალაქის რამდენიმე მიწისქვეშა გადასასვლელი განახლდებოდა.

დედაქალაქში სულ 55 მიწისქვეშა გადასასვლელია, მათგან 33 – კომერციული ფართი და ისინი იჯარით არის გაცემული.

 

ყველა ახალი ამბავი
0