ზემო ლარსი დღეს: რუსეთის მიმართულებით გზა ნაწილობრივ გაიხსნა

© photo by press-service of Roads Department of Georgiaმცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე გაწმენდითი სამუშაოები
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე გაწმენდითი სამუშაოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტრანსპორტის მოძრაობაზე სრული აკრძალვა მოქმედებს მხოლოდ გუდაური-კობის მონაკვეთზე, ავტომაგისტრალის დანარჩენ მონაკვეთებზე შეზღუდვები დაწესდა

თბილისი, 10 იანვარი - Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა და ამავე მიზეზით გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ჯერჯერობით ვერ ხერხდება, ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

უამინდობა საქართველოში: საბაჟო–გამშვები პუნქტები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ >>

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მლეთა-გუდაურის (ფოსტა) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გუდაურამდე მისასვლელი გზის გაწმენდითი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

თოვლი მაღალმთიანეთში - Sputnik საქართველო
ახალციხე–ნინოწმინდისა და ახალქალაქი–კარწახის გზაზე შეზღუდვები ამოქმედდა

ამავე გზის ფასანაური-გუდაურის (ფოსტა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა,

ძლიერი თოვის გამო დარიალის ხეობაში საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

რუსეთის მიმართულებით მოძრავი ტრაილერები გზის გახსნას უკვე მეოთხე დღეა ელოდებიან. რაც შეეხება მსუბუქ ავტომობილებს, მათთვის გზა მხოლოდ გუშინ გაიხსნა.

გზებზე ტრანსპორტის გადაადგილებას და მოქმედი რეჟიმის დაცვას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები უწყვეტ რეჟიმში არეგულირებენ.

ყველა ახალი ამბავი
0