გამყრელიძე: „ქვეყანაში ტამიფლუს დეფიციტი არ არის“

გამოწერა
H1N1-ით ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თორმეტი ადამიანი დაიღუპა

თბილისი, 9 იანვარი - Sputnik. ქვეყანაში ანტივირუსული  პრეპარატ „ტამიფლუსა“ და სამედიცინო პირბადეების დეფიციტი არ არის, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

მედიკამენტი „ტამიფლუ“ გრიპის სამკურნალოდ ინიშნება მოზრდილებში და 1 წლის/ან მეტი ასაკის ბავშვებში. პრეპარატის მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით არის ნებადართული.

სამედიცინო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
„112“: სამედიცინო დახმარება მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევებისას გამოიძახეთ

 „ამ ეტაპზე, არავითარი დეფიციტი არ არის. სახელმწიფო მარაგებიდან ყველა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში არის მარაგი“, – აღნიშნა  ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან საუბრისას.

მისივე თქმით, რადგან კვლავ მაღალია სასწრაფო სამედიცინო ბრიგადების გამოძახების რიცხვი და ექიმთან მიმართვიანობა, განათლების სამინისტრომ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება და სასწავლო დაწესებულებებში სწავლის დაწყება ერთი კვირით გადადო.

გამყრელიძის განცხადებით, სასკოლო არდადეგების გახანგრძლივებასთან ერთად, სკოლებს მიეცა რეკომენდაციები, ჩატარდეს სანიტარიული ღონისძიებები და მოემზადონ ბავშვების მისაღებად.

H1N1-ით ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თორმეტი ადამიანი დაიღუპა.

ყველა ახალი ამბავი
0