მოსწავლეები განახლებული პროგრამით ისწავლიან – რა ცვლილებები იგეგმება განათლების სისტემაში

© Sputnik / STRINGERგაკვეთილი
გაკვეთილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფო სკოლებში საგნების სწავლებისადმი მიდგომა შეიცვლება

თბილისი,  4 იანვარი – Sputnik.  საქართველოს მთავრობა მომავალ ოთხ წელში ქვეყანაში განათლების სისტემის შეცვლას გეგმავს, ნათქვამია 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამაში.

ცვლილებები განათლების ყველა ეტაპზეა მოსალოდნელი, როგორც სკოლამდელ ისე უმაღლესი განათლების ეტაპზე.  ამასთან, საქართველოში განათლება უფრო ხელმისაწვდომი უნდა გახდეს.

საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა>>>

რეფორმა ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საგანმანათლებლო ცენტრად გადაქცევას, რათა ქვეყანა რეგიონში ლიდერი გახდეს.

რეფორმა, პირველ რიგში, თავად საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეეხება – ყველა მათგანი მაღალ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს. 

აუდიტორია - Sputnik საქართველო
განათლების მინისტრი: რა ცვლილებები ელოდებათ აბიტურიენტებს

2019 წელს მარტო სკოლამდელი და სასკოლო განათლებისთვის 750,5 მილიონი ლარია გამოყოფილი, უმაღლესი განათლებისთვის კი 167 მილიონი ლარი.

შედარებისთვის,  2018 წელს სკოლამდელი და სასკოლო განათლებისთვის 702,6 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, უმაღლეს განათლებაზე კი 148,5 მილიონი ლარი.

ამიერიდან დიდი ყურადღება მიექცევა ასევე სახელმწიფო ენის სწავლებას, მათ შორის სკოლამდელ დაწესებულებებში. თავად სკოლამდელი განათლების  სისტემა აღსაზრდელების სკოლისთვის მომზადებაზე იქნება ორიენტირებული.

სკოლებში საგნების სწავლებისადმი მიდგომა შეიცვლება, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებისთვის შესაძლებლობის მიცემას, რომ მათ თავად აირჩიონ პროფესია და იპოვონ თავის მოწოდება.

განათლების ხარისხის ამაღლების მიზნით დიდი ყურადღება დაეთმობა პედაგოგების განათლებას, გაგრძელდება პედაგოგების პროფესიონალური განვითარების პროგრამა.

ამ დროისთვის განათლების სამინისტრო პარლამენტთან ერთად ახალ  რეფორმაზე მუშაობს.

ყველა ახალი ამბავი
0