თბილისში 16 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცა

© Sputnik / Alexander Imedashviliდარეჯან დედოფლის სასახლე
დარეჯან დედოფლის სასახლე - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში 2018 წელს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად 445 ოჯახს გადაეცა.

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. თბილისში კიდევ 16 ოჯახი იმ ბინების სრულუფლებიანი მფლობელი გახდება, რომლებშიც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მერიის ინიციატივით მარუაშვილის ქუჩაზე, გლდანის VII კვარტალში, მოსკოვის გამზირზე, აღმაშენებლის N189-ში, ლილოსა და საქსოვმანქანის დასახლებებში მცხოვრებ მოქლაქეებს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემათ. ამ მისამართზე მცხოვრებ ოჯახებს საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდა.

„დღეს თბილისის მთავრობა განიხილავს 16 ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართების სიმბოლურ ერთ ლარად გადაცემის საკითხს სხვადასხვა უბნებში. ეს პროექტი ჩვენ დიდი ხანია დავიწყეთ, ესეც ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო და დღეს 16 ოჯახს გავაბედნიერებთ", – განაცხადა თბილისის მერმა.

მანამდე კალაძემ განაცხადა, რომ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ფართების დაკანონების სურვილი აქვს, თბილისის მერიისგან მაქსიმალური თანადგომა ექნება.

თბილისის მერიის ინიციატივით მოქალაქეებს, რომლებიც თბილისში წლების განმავლობაში დაუკანონებელ ფართებში ცხოვრობენ, დედაქალაქის მთავრობა საცხოვრებლებს და საკარმიდამო მიწის ნაკვეთებს სიმბოლურ ფასად – 1 ლარად დაუკანონებს. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში 2018 წელს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად 445 ოჯახს გადაეცა.

 

ყველა ახალი ამბავი
0