საქართველოს შსს: ინაუგურაციის დღეს წესრიგის დამრღვევები დაისჯებიან

გამოწერა
ძალოვან უწყებას ჯერჯერობით აქციის მონაწილე არც ერთი პირი არ დაუკავებია.

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 დეკემბერს სოფელ ველისციხეში საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცველებზე თავდასხმის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

საპატრულო პოლიცია რუსთაველის გაზმირზე - Sputnik საქართველო
საპროტესტო აქცია გრძელდება: რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

კვირას ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია", რომელიც თელავში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდა, პოლიციის მოთხოვნას შემოვლითი გზით გადაადგილების შესახებ არ დაემორჩილა და პოლიციის რამდენიმე კორდონი გაარღვია. დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის – პოლიციელები.

ველისციხესთან დაშავებული პოლიციელები საავადმყოფოში გადაიყვანეს>>>

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას და ძალადობას გულისხმობს.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია ბატონის ციხეში გაიმართა.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა და საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა მიიღო. თუმცა მას გამარჯვებაში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" დაეხმარა.

ზურაბიშვილმა არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლის ხმების 59,52% მოიპოვა, მისი მოწინააღმდეგე იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც კანდიდატად ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია" დაასახელა.

 

ყველა ახალი ამბავი
0