ცნობილი გახდა 2018 წლის საუკეთესო დრამატურგების ვინაობა

© Pixabay / DariuszSankowskiწიგნი
წიგნი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საუკეთესო პიესების სამი ავტორი კომპეტენტურმა ჟიურიმ 22 კონკურსანტისგან შეარჩია.

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში თუმანიშვილის ფონდის მიერ დაფუძნებული კონკურსის „ახალი ქართული პიესა 2018" გამარჯვებულები გამოვლინდნენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ერიკ-ემანუელ შმიტი - Sputnik საქართველო
ლიტერატურის აღიარებული გენიოსი თბილისს პირველად ეწვევა

კონკურსის მიზანი თანამედროვე ორიგინალი და ნათარგმნი პიესების გამოვლენა, ავტორების წახალისება და, ამავდროულად, თეატრების რეპერტუარის გამდიდრებაა.

პირველი ადგილი დაიკავა დავით ნაცვლიშვილმა პიესით MShT-15 („მტვერსასრუტის მისტერიული დრამა"). მეორე პრემია გადაეცა ალექს ჩიღვინაძეს პიესისთვის „თქვენთანაც აბრახუნებენ?", ხოლო მესამე პრემია მიიღო თამარ ბართაიამ პიესისთვის "ხუთშაბათი".

სამივე გამარჯვებულს გადაეცა ფულადი პრემიები და ფონდის პრიზი „თუმანიშვილის ვაშლი".

ყოველწლიური კონკურსი „ახალი ქართული პიესა" 2006 წელს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრის განვითარების ფონდისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს ინიციატივით დაფუძნდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0