ვითარება საქართველოს გზებზე: ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვებია დაწესებული

© Sputnik / STRINGERთოვლი მაღალმთიან აჭარაში
თოვლი მაღალმთიან აჭარაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საავტომობილო გზებზე აკრძალვები უამინდობის გამოა დაწესებული.

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე მოძრაობა შეფერხებულია, აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

თბილისი - Sputnik საქართველო
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 14 დეკემბერს

დეპარტამენტის ცნობით, ქარბუქისა და ნამქერების გამო ფარავნის უღელტეხილზე (კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110 კმ მონაკვეთი) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარდა ამისა, შეზღუდვებია დაწესებული გოდერძის უღელტეხილზეც. კერძოდ, ბათუმი (ანგისა)–ახალციხის საავტომობილო გზის 95-116 კმ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

ყველა ახალი ამბავი
0