დღეს 250 პროფესიონალი დასაქმდება - თბილისის საკრებულოში დასაქმების ფორუმი მიმდინარეობს

გამოწერა
თანამდებობები: შესყიდვების, დაცვის, საინჟინროს, დასუფთავების, დაჯავშნისა და მიმღებ განყოფილებებში, სამზარეულოში, რესტორნებში, ბარებსა და გამაჯანსაღებელ ცენტრში.

თბილისი, 9 დეკემბერი - Sputnik. „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ თბილისის საკრებულოში დასაქმების ფორუმს მასპინძლობს, ნათქვამია ღონისძიების სოციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ღონისძიება დღეს 10:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათამდე გაგრძელდება. სასტუმრო დასაქმების ფართო არჩევანს სთავაზობს კანდიდატებს და 250 პროფესიონალის დასაქმებას გეგმავს. ვაკანსიები გამოცხადდება სხვადასხვა თანამდებობებზე: შესყიდვების, დაცვის, საინჟინროს, დასუფთავების, დაჯავშნისა და მიმღებ განყოფილებებში, აგრეთვე სამზარეულოში, რესტორნებში, ბარებსა და გამაჯანსაღებელ ცენტრში.

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ერთ-ერთი საამქრო - Sputnik საქართველო
რუსთავის მეტალურგიული ქარხანა იკეტება?! როგორი იქნება მთავრობის პოზიცია

ორგანიზატორთა ინფორმაციით, სასტუმროს ადმინისტრაცია იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც სურს თავისი პროფესიული საქმიანობა სტუმართმოყვარეობის დინამიურ სფეროში განაგრძოს.

დაინტერესებულ კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ პირისპირ გაესაუბრონ კვალიფიციურ პროფესიონალებს, დაუსვან მათ შეკითხვები თითოეული ვაკანსიის მოთხოვნების შესახებ და მიიღონ რეკომენდაციები განაცხადის შევსების თაობაზე.

დასაქმების ფორუმზე მიმსვლელებმა თან უნდა იქონიონ რეზიუმე.

საქართველოში პირველი საერთაშორისო ბრენდის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო - „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ 2019 წლის მარტში განახლებული სახით გაიხსნება.

სასტუმრო სტუმრებს შესთავაზებს თანამედროვე დიზაინის 220 ნომერს, 2000 კვადრატულ მეტრ მრავალფუნქციური შეხვედრების სივრცეებს, ბარებს, რესტორნებს, სპასა და ფიტნეს-ცენტრს.

ყველა ახალი ამბავი
0