„თეთრი ხმაური“ სასწრაფო განცხადებას ავრცელებს: MDMA-ს ნაცვლად სინთეზური ოპიოიდი იყიდება

© photo: Sputnik / Sergey Venyavsky / გადასვლა მედიაბანკშისინთეტიკური ნარკოტიკი
სინთეტიკური ნარკოტიკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელდა ინფორმაცია მოქალაქეების ინტოქსიკაციის შესახებ, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს სინთეზური ოპიოიდით —ფენტანილით.

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. მოძრაობა  „თეთრი ხმაური“ სასწრაფო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნარკოტიკების მომხმარებლებს მოუწოდებს, სასწრაფოდ შეწყვიტონ ნებისმიერი სუბსტანციის მიღება, ვინაიდან ვრცელდება ინფორმაციები სინთეზური ოპიოიდით — ფენტანილით მოწამვლის შესახებ. 

დაკავება - Sputnik საქართველო
ირანის მოქალაქეები თბილისის აეროპორტში ჰეროინის შემოტანისთვის დააკავეს

„დღეს გავრცელდა ინფორმაცია მოქალაქეების ინტოქსიკაციის შესახებ, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს სინთეზური ოპიოიდით — ფენტანილით. მისი მოქმედება ბევრად აღემატება ჰეროინის მოქმედებას“, — აღნიშნულია განცხადებაში.

„თეთრი ხმაურის“ ინფორმაციით, ეს  ნივთიერება მოქალაქეებმა შეიძინეს როგორც ნარკოტიკული საშუალება MDMA, რომლის მიღების შედეგად გამოუვლინდათ სიმპტომები: ძილიანობა, არეული ცნობიერება, ჰალუცინაციები, ეიფორია, კუნთების რიგიდულობა და კომატოზური მდომარეობა.

„მოგიწოდებთ ყველა ადამიანს, ვინც მოიხმართ ნარკოტიკულ საშუალებებს, შეწყვიტოთ და ნებისმიერ ფასად თავი შეიკავოთ ნებისმიერი სუბსტანციის მიღებისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.

მოძრაობა აფრთხილებს ნარკოტიკების მომხმარებლებს, რომ  ქვეყანაში შექმნილია ნალოქსონის დეფიციტი, „რომელიც ოპიოიდური ზედოზირების დროს ადამიანის სიკვდილისგან ხსნის ერთადერთი საშუალებაა“.

ყველა ახალი ამბავი
0