საქართველოს საჯარო სკოლებსა და თბილისის ბაღებში საშობაო არდადეგები 29 დეკემბერიდან იწყება

გამოწერა
საჯარო სკოლებსა და თბილისის საბავშვო ბაღებში საახალწლო არდადეგები ორ კვირას გაგრძელდება.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. საჯარო სკოლებსა და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები 29 დეკემბრიდან დაიწყება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

დედაქალაქის სახელმწიფო საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი 2019 წლის 14 იანვარს განახლდება. რაც შეეხება საჯარო სკოლებს, სასწავლო პროცესი 15 იანვარს დაიწყება.

თბილისში 180 საჯარო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. წელს დედაქალაქის სახელმწიფო საბავშვო ბაგა-ბაღებმა 61 ათასზე მეტი ბავშვი მიიღეს.

რას შეეხება სკოლებს, ქვეყნის ტერიტორიაზე სულ 2085 საჯარო სკოლაა, სადაც 500 ათასზე მეტი მოსწავლე ირიცხება. სასკოლო არდადეგები განსაზღვრულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანების თანახმად.

 

ყველა ახალი ამბავი
0