06:00 12 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0286
  • 100 RUB4.0071
  • USD2.6609
გიორგი გახარია და მართლწესრიგის ოფიცრები

მართლწესრიგის ოფიცრები თბილისში მუშაობას დღეიდან შეუდგნენ

© Community police officer / FB
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (861)
11620

მართლწესრიგის ოფიცრები ეტაპობრივად მოიცავენ თბილისის ყველა რაიონს, მოგვიანებით ისინი ქვეყნის რეგიონებში გამოჩნდებიან

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. თბილისის ქუჩებში სამშაბათს მუშაობას შეუდგნენ საქართველოს შსს-ს მართლწესრიგის ოფიცრები, რომლებიც უბნის რწმუნებულების ინსტიტუტის ანალოგს წარმოადგენენ, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მართლწესრიგის ოფიცრებს მუშაობის დაწყება საზეიმო ვითარებაში შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მიულოცა.

მართლწესრიგის ოფიცერი - შსს-ში ახალი სტრუქტურაა, რომელიც უბნის ინსპექტორს ჩაანაცვლებს. გახარიამ რეფორმის დაწყება ჯერ კიდევ ივნისში დააანონსა. კონკურსი 365 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადდა.

„დღეს ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი დღეა. მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე ერთი წელია მიმდინარეობს სისტემური განახლების რეფორმა და თქვენ ხართ პირველი რეალური, პრაქტიკული ნაბიჯი ამ რეფორმის განხორციელებაში. თქვენი ფუნქცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც გახლავთ, ვიზრუნოთ თითოეულ ჩვენ მოქალაქეზე“, - განაცხადა გახარიამ.

შს მინისტრის თქმით, მართლწესრიგის თითოეული ოფიცერი ოჯახებში ისეთი ნდობით უნდა სარგებლობდეს, რომ ადამიანებმა ისინი მეგობრებად აღიქვან.

„უნდა მოიპოვოთ ისეთი ხარისხის ნდობა, რომ თითოეული ოჯახი მათზე მზრუნველ მეგობრად აღგიქვამდეთ. ეს არის ღირსეული მსახურება და მინდა, გისურვოთ ამ თქვენ პირველ ნაბიჯებში წარმატება. მინდა, გისურვოთ ღირსეული მსახურება ამ ქალაქის და ამ ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მართლწესრიგის ოფიცრების პირველმა ნაკადმა მუშაობა ვაკე-საბურთალოს რაიონში დაიწყო. პარალელურად შსს მართლწესრიგის ოფიცრების მიღებას აგრძელებს.

თემები:
თბილისი დღეს (861)

მთავარი თემები