ობოლ ბავშვებს სოციალური დახმარება გაეზრდებათ

© photo: Sputnik / Stringerპატარა ბიჭი საბავშვო სახლში
პატარა ბიჭი საბავშვო სახლში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში სახელმწიფოს სოციალურ დახმარებას 3,7 ათასზე მეტი ბავშვი იღებს

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში 2019 წლიდან ობოლ ბავშვებს სოციალური დახმარება ეზრდებათ, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.

შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 3 დეკემბერს აღინიშნება, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნუცი ოდიშარია თბილისში შშმ ბავშვთა თავშესაფარს ესტუმრა და დაგეგმილი სიახლეების შესახებ ისაუბრა.

საქართველოში მკაცრდება ჯარიმები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სასარგებლოდ >>

ოდიშარიას თქმით, სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 2018 წელთან შედარებით თითქმის 7,7 მილიონი ლარით გაიზრდება და დაახლოებით 35,9 მილიონ ლარს შეადგენს. სოციალური დახმარება გაეზრდებათ 3700-ზე მეტ ბავშვს, რომლებიც უკვე სარგებლობენ სხვადასხვა სახელმწიფო სერვისებით.

2019 წლიდან ოჯახური ტიპის სახლების ბენეფიციარი ბავშვები ყოველდღიურად 20 ლარს მიიღებენ, ხოლო შშმ ბავშვები - 30 ლარს.

სოფიო მალაქშანიძე - Sputnik საქართველო
 „კაფუნე“ – სივრცე, სადაც გელოდებიან

შშმ ბავშვები, რომლებიც ნათესავებთან მინდობით აღზრდაში იმყოფებიან, ასევე მიიღებენ გაზრდილ სოციალური დახმარებას. მათთვის სოციალური დახმარება 300 ლარიდან 375 ლარამდე იზრდება.

რაც შეეხება შშმ ბავშვებს, რომლებიც მინდობით აღზრდაში არანათესავებთან იმყოფებიან, მათთვის სოციალური დახმარება 600 ლარიდან 900 ლარამდე იზრდება.

ოდიშარიას თქმით, ასევე დაგეგმილია შშმ ბავშვთა და შშმ პირთა დღის ცენტრების დაფინანსების გაზრდა.

საქართველოს მთავრობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის დახმარებას გაზრდის >>

სახელმწიფოს ზრუნვის წყალობით შემცირდა დედების რაოდენობა, რომლებიც თავის შვილებზე უარს ამბობენ. მათთან სოცაგენტები მუშაობენ, სთავაზობენ დახმარებას, მათ შორის ბავშვთა და დედათა თავშესაფარს, თუ მათ ოჯახში მძიმე მდგომარეობა აქვთ.

საქართველოში იყო 47 დიდი ბავშვთა სახლი, სადაც 5,2 ათასი ბავშვი ცხოვრობდა. ამჟამად საქართველოში მხოლოდ ორი ბავშვთა სახლი ფუნქციონირებს, ორივე თბილისში მდებარეობს. ბავშვები ოჯახური ტიპის მცირე სახლებში და მეურვეების ოჯახებში გაანაწილეს.

ყველა ახალი ამბავი
0